თევზი
ომეგა-3-ის მაღალი შემცველობის გამო თევზი, განსაკუთრებით ცხიმიანი ჯიშები, ხელს უწყობს კანში ტენის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ორაგული.
ტკბილი წიწაკა, წითელი წიწაკა
წიწაკაში უხვადაა С ვიტამინი. ის ხელს უწყობს კალოგენის გამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ჯანმრთელ იერს. თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ და წიწაკის გემო არ მოგწონთ, მიირთვით ციტრუსი და პაპაია.
გოგრის თესლი შეიცავს თუთიას. ის უჯრედებს განახლებაში ეხმარება, ამდენად, კანი უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, მცირდება მუწუკების საფრთხეც. თუთიის მიღება ხამანწკებიდანაც შეგიძლიათ.
ხილი და ბოსტნეული
თითქმის ყველა ხასხასა ფერის ხილი და ბოსტნეული ანტიოქსიდანტების საბადოა. ისინი იცავენ და აღადგენენ კანის უჯრედებს. აუცილებელია მიირთვათ მწვანილიც: ოხრახუში, კამა, რეჰანი. ამ ფუნქციებს ისინიც არანაკლებ ართმევენ თავს.
წყალი
სისტემატურად წყლის სმა ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას, იცავს შესივებისა და ცელულიტისაგან. მიჩნეულია, რომ წყლის სმა გარეგნობაზე ზრუნვის ერთ-ერთი აუცილებელი წესია.
უკეთესი შედეგისთვის კარგი იქნება, თუ რაციონში მაქსიმალურად შეამცირებთ შაქრის რაოდენობას.
სოფიო ბულაური