02 მარტი, 2016
რატომ არ შეიძლება სამუშაო დღის 9 საათზე დაწყება
შრომისა და დასვენების არასწორმა ორგანიზებამ შეიძლება თანამშრომლებს საყვარელი საქმე შეაძულოს.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სამუშაო დღის ადრიანად დაწყება არა მარტო არაეფექტიანი, ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი არის.

გონებრივი სამუშაოს დასაწყებად ოპტიმალური დრო დამოკიდებულია ასაკზე.

მაგალითად, არ შეიძლება სკოლის მოსწავლეებმა მეცადინეობა დილის 8:30 საათზე ადრე დაიწყონ: 10 წლამდე ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ამ დროისთვის თავიანთი ყურადღების კონცენტრირება.

უფროსკლასელებმა და სტუდენტებმა, ანუ ვინც უკვე 16 წლის გახდა, კიდევ უფრო გვიან - 10-11 საათზე უნდა დაიწყონ მეცადინეობა.

უფროსების სამუშაო დღე, ასევე,
10 საათზე უნდა იწყებოდეს. საერთოდ, სამუშაო დღე ძირითადად დილის 9 საათზე იწყება, ეს კი იწვევს მოთენთილობასა და ძილიანობას. ამიტომაც ყველა გამოუძინებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

დილის 9 საათზე სამუშაო დღის დაწყება სტრესებისა და ნერვული აფეთქებების საფრთხეს ქმნის, ასევე ზრდის გულისა და ღვიძლის დაავადებების რისკს. საქმე ის არის, რომ როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, გამოუძინებლობის შემთხვევაში ეს ორგანოები ჩვეულებრივზე 2-3 საათით გვიან იწყებენ აქტიურ მუშაობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS