01 მარტი, 2016
მაგიურად მიმზიდველი ქალების 6 ჩვევა - როგორ მიიზიდოთ მამაკაცი
ალბათ შეამჩნევდით, რომ არიან ქალები, რომლებსაც ურთიერთობა უადვილდებათ და კაცებსაც მარტივად იზიდავენ. გაინტერესებთ რაშია მათი საიდუმლო?

1. მაგნიტური ქალები ყოველთვის პოზიტიურები არიან

პაზიტიური განწყობა, ყველა სასურველი ქალის ყოვედღიური არჩევანია. ჰო, ხანდახან ისინიც არიან ცუდ განწყობაზე, თუმცა ამ ქალებს უკეთესი მომავლის სჯერათ.

2. იღებენ პასუხისმგებლობას

ადვილია შეინარჩუნოთ პოზიტივი და იყოთ ბედნიერი, როცა ყველაფერს აკონტროლებთ და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელიც თავად ხართ. როცა საკუთარ წარუმატებლობას სხვას აბრალებთ - ეს მიმზიდველი სულაც არ არის და ნეგატივს იწვევს.

3. იბრძვიან საკუთარი ბედნიერებისთვის

მიმზიდველი
ქალები არ კმაყოფილდებიან თავის მოტყუებით, რომ ყველაფერი კარგადაა. ისინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს სინამდვილედ აქციონ.

4. სხვებში კარგს ხედავენ

ურთიერთობა გაცილებით რთულია, როცა მასში გამუდმებით ეძებ ნაკლს. მაშინაც კი, თუ რაიმე ცუდი მოხდა, სასურველი ქალი არ ცდილობს მამაკაცის დადანაშაულებას, არამედ ცდილობს მომხდარისგან ობიექტური დასკვნა გამოიტანოს.

5. მათთვის მნიშნელოვანია პირადი მიზნები და წინსვლა

ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ოჯახსა და ურთიერთობას საკუთარი ინტერესები უნდა შესწირონ. ეს მცდარი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ იპოვეთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც პირად სურვილებს შეესაბამება და ადამიანი, რომელიც თქვენს ოცნებებს მხარს უჭერს. მამაკაცის გარდა, რაიმეს მიმართ ლტოლვა, ურთიერთობისას ძალიან გამოგადგებათ.

6. თავს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უვლიან

ეს შესაძლოა უტაქტო და არაკორექტულ საქციელად მიიჩნიონ, მაგრამ ვიდრე საკუთარ სხეულში თავდაჯერებულად არ იგრძნობთ თავს, ვერ შეიყვარებთ მას. შესაბამისად უმჯობესია თავი წესრიგში მოიყვანოთ, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებელია ტოპ-მოდელს დაემსგავსოთ, უბრალოდ, მაქსიმალურად კარგად უნდა გამოიყურებოდეთ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS