01 მარტი, 2016
რა გავლენას ახდენს ხელოვნური განათება ჯანმრთელობაზე
მეცნიერების ჯგუფმა გამოიკვლია ხელოვნური განათების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აღმოჩნდა, რომ ღამით ხელოვნური განათება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. უფრო მეტიც, მობილური ტელეფონისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შუქსაც კი ჰქონია მნიშვნელობა.

მედიკოსების აზრით, ეს უკავშირდება გამოსხივებას, რომელიც არღვევს ცირკადულ რიტმს. ხელოვნური განათება შეიძლება ჰორმონალური ცვლილებების კატალიზატორად იქცეს.

ჰორმონალური ცვლილებები ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკის და ანელებს მეტაბოლიზმის პროცესს, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არა მარტო სიმსუქნის მიზეზი ხდება, არამედ ორგანიზმის იმუნურ რეაქციებსაც აქვეითებს.

ხელოვნური განათება, ასევე, ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას,
რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ძილის მოთხოვნილებაზე.

სწორედ ამიტომ არ შეიძლება საწოლში კითხვა, ღამით კომპიუტერთან ჯდომა. ნორმალური ძილისთვის სიბნელე აუცილებელია, ოთახში არაფერი არ უნდა ენთოს და ციმციმებდეს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS