გთავაზობთ რამდენიმე მტკიცებულებას, რომ დროა თქვენი ინტიმური ცხოვრება შეცვალოთ:
1. გაიტანეთ ყველანაირი მოწყობილობა
საძინებელი - მოსასვენებელი, განტვირთვისა და სექსის ოთახია. გაიტანეთ ტელეფონი, აიპადი, კომპიუტერი თუ ტელევიზორი. წარმოიდგინეთ რამდენად დაუახლოვდებით ერთმანეთს, როცა ტელევიზორის ყურების ნაცვლად, ისაუბრებთ და სექსით დაკავდებით.
2. ავარჯიშებთ კუნთებს
სპორტი ასტიმულირებს ტვინსა და სხეულს, წვავს კალორიებს, გამოიყოფა ენდორფინი. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ "სასიყვარულო
3. გზა მიეცით ამაღელვებელ იდეებს
დააკავშირეთ ერთმანეთთან ტვინი და სხეული. იფიქრეთ რაიმე ამაღელვებელზე. ნუ მოგერიდებათ, ეს სექსუალურ ცხოვრებაში მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
4. საძინებელს საკეტი მოარგეთ
იმ შემთხვევაში თუ სახლში ბავშვები, ცხოველი ან სხვა წევრები არიან, ვინც შესაძლოა მოულოდნელად შემოიჭრას.
5. მეტი ისაუბრეთ სექსზე - რა მოგწონთ, რა - არა
მაშინ გაცილებით მარტივად მიიღებთ იმას, რაც სინამდვილეში გსურთ. აზრების კითხვა არავის შეუძლია და ნუ დაავალდებულებთ თქვენს პარტნიორს, რომ რაიმეს უთქმელად მიხვდეს. მეგობრებთან ამის განხილვას, უმჯობესია მას უამბოთ.
6. სექსი, როგორც გასართობი საშუალება
ნუ შეგეშინდებათ სექს-სათამაშოებით ექსპერიმენტირება. ეს შესაძლოა სასაცილოც იყოს, მაგრამ ქვეტექსტი მაინც აღგაგზნებთ.
პენი ლეინი