2. საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ხართ. არ გჭირდებათ მეგობრების აურაცხელი ჩამონათვალი. სამეგობრო წრეში კი ყველაზე ერთგულ პიროვნებად მიგიჩნევენ. გააგრძელეთ თქვენი ენერგიულობით სხვების დამუხტვა.
3. ერთი შეხედვით ძალიან ამაყი ჩანხართ. აბა როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რომელიც დასახული მიზნების განსახორციელებლად ისწრაფვის და არაფრის მომცემ საუბრებს გაურბის? შეეგუეთ ყველაფრის დამოუკიდებლად მიღწევას და სხვების დახმარება არ
4. უცნობებისთვის მებრძოლი ქალი ხართ, ახლობელი ადამიანებისთვის კი ძალიან ფაქიზი და ნაზი. ყოველთვის სიმართლისა და პატიოსნების მხარეს ხართ.
5. შემოქმედი ადამიანი ხართ, მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვთ. მოსაწყენი სამსახური
თქვენთვის არ არის - ხელოვნებითა და ინდივიდუალიზმით ცხოვრობთ.
6. ხანდახან, თქვენი ზედმეტი გახსნილობა ხელს გიშლით. თუმცა იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ნებისმიერ დროს მზადაა დაეხმაროს, თუნდაც უცნობებს.
7. კარგი მსმენელი და დამკვირვებელი ხართ. ყურადღებით უდგებით ნებისმიერ წვრილმანს, რაც გეხმარებათ კომუნიკაბელური ლიდერი იყოთ.
8. ბევრი ფიქრობს, რომ თქვენზე მშვიდ ადამიანს ვერ იპოვიან, მაგრამ საკმარისია გაგაბრაზონ - უმჯობესია უკან მოუხედავად გაიქცნენ. უბრალოდ მსგავს მახვილგონიერებასა და მწარე ხუმრობებს ბევრი ვერ აიტანს.
9. კარგად განვითარებული თვითდისციპლინა - ეს არის თქვენი მთავარი კოზირი. თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ჯერ ფიქრობს და შემდეგ მოქმედებს, და არა პირიქით.
10. შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ნამდვილი ესთეტი ხართ. არ გიყვართ უგემოვნება და ცდილობთ გარშემო თქვენი მსგავსი ადამიანები შემოიკრიბოთ.
11. შეამჩნიეთ, რომ სულს გიწუხებენ? მშვიდი, აღზრდილი, კეთილსინდისიერი - როგორ არ უნდა გენდოთ?
12. ორგანიზებული და დამოუკიდებელი ხართ, გიყვართ როცა ყველაფერი სუფთად და წესრიგშია. გარდა ამისა აფასებთ უბრალოებას.
13. ბუნებით ნამდვილი ოპტიმისტი ხართ. თითოეულ წუთს აფასებთ და ცხოვრებას სულელურად არ ფლანგავთ. თქვენი წყენინება ადვილი არ არის, როგორც სხვებს ჰგონია. სინამდვილეში, ისეთი ძლიერი პიროვნების პოვნა, როგორიც თქვენ ხართ, ძალიან რთულია.
14. პრაქტიკულობა თქვენი მთავარი მახასიათებელია. სხვისი დრამები და ჭორები ნაკლებად გაინტერესებთ. რაში სჭირდება ეს ადამიანს, რომელიც მტკიცედ მიჰყვება ცხოვრების გზას?
15. შესაძლოა ოცნება და ხელოვნებაში სიღრმეები გიყვართ, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს იმ ჩამონათვალის აღსრულებაში, რაც "აუცილებლად გასაკეთებელ" სიაში გაქვთ.
16. მშვიდი ხართ, თუმცა საკმაოდ ცივსისხლიანიც. მსგვასი მტკიცე ხასიათის ბევს შეშურდება.
პენი ლეინი