29 თებერვალი, 2016
ცუდის მომასწავებელი ნიშნები ფენ-შუის მიხედვით
1. შემოსასვლელი კარის გატეხვა;

2. თუ სახურავიდან წყალი ჟონავს;

3. დაიბზარა ან ჩავარდა იატაკი, პარკეტი, ლამინატი;

4. გაჩნდა ტარაკანა, ჭიანჭველა ან სხვა მწერები;

5. იკარგება ნივთები;

6. ავადმყოფობს სახლის დიასახლისი, ცხოველები ან დაიღუპა სახლის მცენარეები;

7. გადაიწვა ნათურები, ტყდება ტექნიკა;

8. უმიზეზოდ ტრიალებს არასასიამოვნო სუნი;

9. უმიზეზო კამათი ან სკანდალები;

10. კარგავთ ოჯახის წევრებს, ეს ტრაგედიაა.

თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე თქვენც შეგემთხვათ, დროა სახლის განწმენდას შეუდგეთ!

სახლის განსაწმენდად გთავაზობთ "გამწმენდი წყლის" რეცეპტს:

- სხვადასხვა ყვავილის 5 კვირტი. იდეალური იქნება, თუ კვირტების ფერებს შემდეგ 5 ელემენტს შეუთავსებთ:
წყალი (ლურჯი), ხე (მწვანე), ცეცხლი (წითელი), მიწა (ყავისფერი), მეტალი (თეთრი).

- ლაიმას ან ლიმონის ფოთლები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ან ლაიმას ნაჭერი.

- მწიკვი მარილი.

ამ ყველაფერს ერთად, დაასხით წყალი, გააჩერეთ მზეზე 10 წუთს. შემდეგ შესასვლელი კარიდან, საათის ისრის მიმართულებით, შეაპკურეთ ოთახის ყველა კუთხეში.

ფენ-შუი განწმენდილ სახლს გისურვებთ!

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS