გააპრიალეთ ონკანები
ქრომის ზედაპირიანი ონკანები კარგად გაპრიალდება, თუ მათ გასანთლულ ქაღალდს გადაუსვამთ. რაც მთავარია, ამ გზით სისუფთავეს უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებთ.
იატაკის საწმენდი ტილო

თუ სახლის დასუფთავებისას მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იატაკის ტილო აღარ ვარგა, დრო რომ არ დაკარგოთ, შეგიძლიათ იატაკის ჯოხზე ბამბის ხაოიანი წინდები წამოაცვათ.
საცხობი ფორმები

საცხობ ფორმას მიკრულ ცომს ადვილად მოაშორებთ, თუ ჯერ სუფრის მარილით გაწმენდთ, შემდეგ კი - ქაღალდის
გაზქურა

გაზქურის უჟანგავი ზედაპირიდან ლაქების, შხეფების, ნადებისა და თითის ანაბეჭდების მოშორებას მარტივად შეძლებთ - საკმარისია, ზედაპირი ზეითუნის ზეთში დასველებილი ტილოთი გაწმინდოთ, შემდეგ კი სუფთა ტილოთი გააპრიალოთ.
ლაქები დივანზე

დივნიდან ლაქის ამოსაყვანად ცხელ წყალში ( და არა მდუღარეში) შეურიეთ 1 სადილის კოვზი საკვები სოდა, 1/3 ჭიქა ძმარი, 1 სადილის კოვზი სარეცხი ფხვნილი, მიღებული მასით გაწმინდეთ ლაქა.
ქსოვილის ფერის გასახალასებლად დივნის მშრალ ზედაპირზე თხელ ფენად მოაფრქვიეთ სოდა და გააჩერეთ რამდენიმე საათით, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
ტაფა

მიმწვარ ტაფაზე დაასხით იმდენი წყალი, რომ ძირი მთლიანად დაიფაროს, ჩაასხით შიგ 1 ფინჯანი ძმარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ სოდა, როცა შიშინი ჩაცხრება, წყალი გადაღვარეთ, თუ ფსკერზე მაინც დარჩა რამე, ფრთხილად გაწმინდეთ სოდით.
შუშის ჭურჭელი

შუშის ჭურჭელი იდეალურად გამჭვირვალე იქნება, თუ მას ძმრიან წყალში გაავლებთ ან მარილით გაწმენდთ, გავლების შემდეგ კი დაამხობთ ისე, რომ წყალი თავისით დაწდეს. ტილოთი არ გაამშრალოთ.
უთო

ხის დაფაზე დააფინეთ პერგამენტი, ბლომად დააყარეთ მარილი, უთო კარგად გააცხელეთ და ერთი წუთის განმავლობაში ენერგიულად გაუსვ-გამოუსვით მარილზე.
დაიცავით სოკოსგან აბაზანა

პროფილაქტიკისთვის - 5 ლიტრ წყალში გახსენით ერთი აბი ფურაცილინი და ჩამორეცხეთ აბაზანის კედლები.
თუ ობი უკვე მოკიდებულია, მაშინ 1 ლიტრ წყალზე ერთი აბი ფურაცელინი გამოიყენეთ.
მილის გასასუფთავებლად

ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ საკვები სოდა და მარილი და ჩაასხით წყლის სადინარში, შემდეგ ჩაასხით ძმარი, 15 წუთის შემდეგ კი მდუღარე წყალი.
აბაზანის გასაქათქათებლად

ერთმანეთში აურიეთ 2 სადილის კოვზი კალცინირებული და ამდენივე საკვები სოდა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაუსვით აბაზანის სველ ზედაპირს. 10 წუთის შემდეგ გადაუსვით 50 გრამი ძმრისა და ამდენივე მათეთრებლის ნაზავი. ნახევარი საათის შემდეგ კი აბაზანა წყლის ჭავლით კარგად გარეცხეთ.
სოფიო ბულაური