28 თებერვალი, 2016
როგორ გამოვდევოთ ქიმია ხილ-ბოსტნეულიდან - სასარგებლო რჩევები!
თითოეული ჩვენგანი ყოველდღე მივირთმევთ ხილ-ბოსტნეულს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მათგანი უსაფრთხო და სასარგებლო როდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ დახლებიდან მაცდურად მომზირალი ხილ-ბოსტნეული ძირთადად ნიტრატებითა და პესტიციდებით არის დამუშავებული. თუმცა არსებობს გზა ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ მათი მავნე გავლენა.

უპირველეს ყოვლისა, მთავარია, ხილ- ბოსტნეული სწორად გავრეცხოთ და გავასუფთაოთ.

კომბოსტო. ნიტრატების მეტი წილი კომბოსტოს ზედა ფურცლებში იყრის თავს, ამიტომ ისინი დაუნანებლად უნდა გადავყაროთ.

კარტოფილი. კარტოფილში ქიმიური ნივთიერებები თავს იყრის კანქვეშ და გულში, ამიტომ როგორც კი
კარტოფილი წამოდუღდება, ეს წყალი აუცილებლად უნდა გადავღვაროთ.

ყაბაყი, კიტრი, ბადრიჯანი. კიტრის ბუნებრივი ფერი ნაზი მწვანეა. ასე რომ, თუ კიტრი მუქი მწვანეა, ესე იგი ნიტრატებითაა გაჟღენთილი. კიტრი, ყაბაყი და ბადრიჯანი უნდა გავთალოთ და ყუნწის ადგილი მომეტებულად მოვაჭრათ - სწორედ იქ იყრის თავს მომწამვლელი ნივთიერებები.

მწვანილი, სალათა, ოხრახუში, კამა. ყველაზე მეტი ქიმია თავმოყრილია დაძარღვულ ნაწილში, ყუნწში - ამიტომ არ ღირს ამ ნაწილის ჭამა. მწვანილი ყველაზე სწრაფად იწოვს ნიტრატებს - საკვებად გამოყენებამდე ერთი საათით წყალში ჩაალბეთ.

პომიდორი. პომიდვრის შერჩევისას გაითვალისწინეთ - რაც უფრო სქელი აქვს კანი, მით უფრო მეტ ქიმიას შეიცავს. ნუ შეიძენთ ნარინჯისფერ-მოწითალო პომიდვრებს. თუ შესაძლებელია, სთხოვეთ გამყიდველს გაგიჭრათ პომიდორი - თუ მოთეთრო რბილობი და სქელი ძარღვები აქვს, ესე იგი მასში ბევრი ქიმიაა. იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც შეიძინეთ ასეთი პომიდორი, სანამ საკვებად გამოიყენებთ, ერთი საათით ცივ წყალში გააჩერეთ.

ყურძენი. დიდხანს შესანახად ყურძენს ფუნგიციდებით ამუშავებენ. ამ ნივთიერების მოსაშორებლად, საკმარისია ყურძენი კარგად გარეცხოთ - სასურველია სოდიან წყალში.

საერთოდ, კარგი იქნება, თუ ყველა ხილსა და ბოსტნეულს სოდიან წყალში გარეცხავთ!

საზამთრო. ნუ შეიძენთ შუაზე გაჭრილ და ცელოფნით შეფუთულ საზამთროს - მასში მიკრობებისა და ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. გარდა ამისა, თუ საზამთროს სქელი და მოყვითალო ძარღვები აქვს, ესე იგი ქიმიით კვებავდნენ.

შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი ტესტი:
საზამთროს რბილობი წყლიან ჭიქაში მოათავსეთ და დააკვირდით ერთი წუთის განმავლობაში. თუ წყალმა ფერი შეიცვალა, ესე იგი ქიმიითაა გაჟღენთილი, თუ უბრალოდ, აიმღვრა, ესე იგი ნაყოფი სუფთაა.

ვაშლი და მსხალი. სანამ ამ ხილს შეიძენთ, აიღეთ ხელში, თუ იგრძენით, რომ მათი ზედაპირი სრიალა, წებოვანია, ესე იგი დიდხანს შესანახად ისინი დიფენოლითაა დამუშავებული. აშშ-სა და ევროკავშირში დიფენოლი აკრძალულია ძლიერი კანცეროგენული და ალერგიული თვისებების გამო.

დიფენოლით დამუშავებული ხილს აუცილებლად უნდა მოაშოროთ კანი.

ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი.
ნიტრატების ყველაზე მეტი რაოდენობა ბოლქვების თავსა და ბოლოში გროვდება, ამიტომაც ეს ადგილები მომეტებულად უნდა მოაჭრათ. ნუ შეიძენთ დახვეულკუდიან ჭარხალს. სტაფილოს მწვანე ნაწილი კი საერთოდ უნდა ამოჭრათ, მასში ყველაზე მეტი ქიმიაა.

ქიმიით დაბინძურებულ ყველაზე მეტ ხილ-ბოსტნეულს აწარმოებს ჰოლანდია, თურქეთი, ისრაელი, ეგვიპტე. მათ ღარიბი მიწები აქვთ, ქიმიური ნივთიერებების გარეშე ვერ შეძლებენ მდიდარი მოსავლის მიღებას.

ყველაზე უსაფრთხო კი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოწეული ხილ-ბოსტნეულია, ისინი ყველაზე ნაკლებად იყენებენ ქიმიურ სასუქს, რადგან... მათი შეძენის ფუფუნება ნაკლებად აქვთ.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS