ვიდრე ცოლობაზე დათანხმდები, გაარკვიე რა იცი ამ 10 ჩამონათვალიდან:
1. მისი კარიერული მიზნები
ალბათ იცი ამჟამად სადაც მუშაობს, მაგრამ როგორ სამსახურზე ოცნებობს? რა მოხდება თუ 5 წლის შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას მოისურვებს? გაიგე, ვინ სურს იყოს, რისკენ ისწრაფვის და რას გასწირავს ამ ყველაფრისთვის.
2. მისი რეაქცია კომპიუტერზე, რომელიც ნელა მუშაობს ან აეროპორტში დაკარგულ ბარგზე მისი ტემპერამენტი და მოთმინება სწორედ წვრილმანებში გამოიხატება და იმაზე მეტყველებს, თუ როგორ
3. მისი საყვარელი ადგილი ამ სამყაროში
როცა გაიგებთ სად უყვარს თავისუფალი დროის გატარება, როცა მასთან ერთად წახვალთ, მიხვდებით რა აბედნიერებს მას.
4. მისი ცხოვრების წესი
საძინებელში მისი ნივთები ყველგანაა გაფანტული? თუ იმდენად მოწესრიგებულია, რომ პერანგს ყოველდღე რეცხავს? გაიგეთ, როგორ საკითხებს შეიძლება წააწყდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად სწორედ ეს არის კამათის მიზეზი.
5. ბავშვობა
ის, თუ როგორ გაიზარდა, მასზე ბევრს მოგიყვებათ. როგორც მას ექცეოდნენ მშობლები, შესაძლოა სწორედ ისე მოგექცეთ თქვენ და თქვენს შვილებს. ამით მის ფარულ შიშებსა და კომპლექსებს გამოავლენთ.
6. ოჯახური გეგმები
ჰო, გითხრათ რომ ოჯახის შექმნა სურს, მაგრამ კონკრეტულად როგორ ხსნის? უნდა რომ სახლში, ბავშვებთან იყოთ? თუ აპირებს თქვენს დახმარებას?
7. მისი ფარული უნარები
გაიგეთ, იქნებ პიანინოზე უკრავს, მაგრამ სამსახურის გამო დრო არ რჩება. როცა მის ფარულ უნარებზე შეიტყობთ, კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ, დააფასებთ მის უნიკალურობას.
8. მისი დამოკიდებულება ქორწინებაზე, სიყვარულსა და სექსზე
აყენებს თუ არა ოჯახს პირველ ადგილზე, თუ სამსახურს ანიჭებს მეტ პრიორიტეტს? ქუჩაში ხელჩაკიდებული სიარული უყვარს? რას ელის თქვენი სექსუალური ცხოვრებისგან?
9. მისი სურვილების ჩამონათვალი
რა უყვარს, რის გაკეთება სურს ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია ეს იცოდეთ, იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს.
10. რა მოსწონს თქვენში ყველაზე მეტად
თქვენს ურთიერთობაში ნაპერწკლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ეს იცოდეთ. თუ მოსწონს როგორ იცინით, კიდევ უფრო მეტად მოგინდებათ სიცილი. თუ მოსწონს თქვენი ჩაცმის, ქალური მანერა, არასდროს მოგინდებათ ბოტასებისა და სპორტული სამოსის ჩაცმა.
თქვენს საყვარელ მამაკაცზე ამ ყველაფრის გაგებით, ურთიერთობას მხოლოდ გაამყარებთ და მზად იქნებით მომავალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. თუ ამ საკითებიდან რომელიმე მაინც გაღელვებთ, უკან დაიხიეთ და უკეთ გაარკვიეთ. რაც უფრო მეტს გაიგებთ ერთმანეთზე, უკეთესია.
პენი ლეინი