27 თებერვალი, 2016
სექსის 3 სახეობა, რომლებიც ყველა წყვილმა უნდა გამოსცადოს
ბრიტანელი მწერალი ჯონ გრეი, რომელიც ბესტსელერის "მამაკაცები მარსიდან, ქალები ვენერადან" ავტორია, სექსის 3 სახეობაზე საუბრობს, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა წყვილს.

მისი თქმით თითოეულ სექს-კატეგორიას დამახასიათებელი თვისება აქვს, ხოლო როცა წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს, ისინი ინტიმურ სიახლოვეს კიდევ უფრო აძლიერებენ.

აი, რა უნდა ჩართოთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში:

გურმანების რომანტიკული სექსი

ამისთვის დაგჭირდებათ გარკვეული დრო, ძალისხმევა და მონდომება. ყველაფერი დაგეგმილი პაემნიდან და საძინებელში შესაბამისი ატმოსფეროს შექმნით იწყება: სანთლები, მუსიკა. საღამოს მოახლოებასთან ერთად ვნებების ზღვა შემოგიტევთ, იმატებს
აღგზნებულობა და საბოლოოდ ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევთ. ეს გურმანების სექსია, რომელთაც ინტიმური სიახლოვის დაგემოვნება შეუძლიათ.

ჯანსაღი ოჯახური სექსი

ეს თქვენი რეგულარული სექსია - ფიზიკური ჯანმრთელობისა და თქვენი ურთიერთობისთვის. ამას მხოლოდ 30 წუთი დასჭირდება და არა იმდენი დრო, როგორც გურმანების სექსს. 15 წუთი პრელუდიისთვის, 20-25 წუთი აქტისთვის, რასაც სასიამოვნო გარემოში დასვენება მოჰყვება. სექსის ეს სახეობა, სასურველია კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც გაიმეოროთ, უმჯობესია ორჯერ. იმაზე საშინელია არაფერია, როცა სექსი ჩვევაში გადადის.

სწრაფი სექსი

ამ სახეობას "აფეთქებისთვის" მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, რომელიმე თქვენგანი ორგაზმამდე უნდა მივიდეს ან ორივე ერთად, ან თანმიმდევრობით. ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი საქმეების შუალედში, შესვენებისას მოხდეს ან მეგობრებთან შეხვედრის წინ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS