26 თებერვალი, 2016
რა არ უნდა ჭამოთ ძილის წინ
ძილი აუცილებელია ორგანიზმისთვის დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად. თუ თქვენ ცუდად გძინავთ, გარდა იმისა, რომ მუდმივი დაღლილობის გრძნობა შეგაწუხებთ, შეიძლება სხვა დაავადებებმაც იჩინოს თავი.

ცნობილია, რომ დაწოლის წინ მსუყედ ჭამა ნორმალური ძილის პროცესს აფერხებს. თუმცა, ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ვახშამი მსუბუქი, ჯანსაღი საკვებისგან შედგება, ძილი შეიძლება არასრულყოფილი იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს რაციონს.

მაგალითად, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ იმავდროულად მათში უხვადაა უხეში ბოჭკოები. თუ ამ ბოსტნეულს უმად მიირთმევთ,
იცოდეთ, რომ მათ გადამუშავებას კუჭი დიდ დროს ანდომებს. ამიტომაც ძილის წინ მათი ჭამა რეკომენდებული არ არის - თქვენ კი დაიძინებთ, მაგრამ თქვენი კუჭი იფხიზლებს და თან გამალებით იმუშავებს. ასე რომ, ორგანიზმი სრულყოფილად ვერ დაისვენებს.

ცილის მაღალი შემცველობის გამო, იგივე ეფექტი აქვს წითელ ხორცს, როგორიც არის, მაგალითად, სტეიკი ან საქონლის ხორცის ფარში.

ტომატის სოუსი - ძილის წინ არც ამ პროდუქტის ჭამაა სასარგებლო. მისი მაღალი მჟავიანობის გამო დილით შეიძლება კუჭის წვამ ან საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულმა სხვა პრობლემებმა შეგაწუხონ.

ვახშმად შეგიძლიათ სპაგეტი მიირთვათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას დაძინებამდე სამი საათით ადრე გააკეთებთ.

დილით კუჭის წვის მიზეზი ხშირად მწარე საკვებია, გარდა ამისა, მწარე საკვებმა შეიძლება ტემპერატურის მატებაც გამოიწვიოს, რაც ძილზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს.
აგრეთვე, თუ ძილის წინ ხრაშუნაკანიანი ლაზანია მიირთვით, არ გაგიკვირდეთ, რომ დილით დაღლილმა გაიღვიძოთ და დისკომფორტი იგრძნოთ.

ნორმალური ძილისთვის აუცილებელია დაძინებამდე სამი საათით ადრე მაინც ივახშმოთ, თანაც ჯანსაღი საკვებით.

სოფიო ბულაური


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რამაზი
საკვები მაშინ უნდა მიიღოთ, როცა ორგანიზმი გთხოვთ. პატარა ულუფებით და არა ბოდიში გამოთქმაზე გაძღომა-გასკდომაზე.
08:58 / 18-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS