26 თებერვალი, 2016
რა მოსდის თქვენს სხეულს, როცა ხშირად კავდებით სექსით
გაინტერესებთ, რა მოსდის თქვენს სხეულს, როცა ხშირად კავდებით სექსით

იზრდება ტკივილის ამტანობა

სექსუალური აღგზნების დროს ქალებში, იმატებს მათი ამტანობა. ქალებს რომლებიც ხშირად კავდებიან სექსით, მეტი ტკივილის ატანა შეუძლიათ, ვიდრე მათ ვინც მოკლებულია სექსულურ აქტს.

მეტად მგრძნობიარე ხდებით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმართ
სექსუალურად აქტიურ ქალებს მეტი შანსი აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით დაავადდნენ. ეს შეიძლება მოხდეს როგორც სექსის დროს, ისე მის შემდეგ. თავის დასაღწევად, უნდა დაიბანოთ. დაიბანეთ სექსამდე და სექსის შემდეგ. ეს შეამცირებს სასქესო ორგანოში
არსებულ ბაქტერიებს.

ღრმა რელაქსაციის პროცესი

სექსი გიხსნით დაძაბულობას, ამცირებს სტრესს და უზრუნველყოფს სრულფასოვანი ძილით. ორგაზმის დროს ითიშება თავის ტვინის ქერქი, ტვინის სხვა ნაწილები კი ერთმანეთს სიგნალებს უგზავნიან, რომ დაუყოვნებლივ მოგიხსნათ სექსუალური აღგზნებულობა. შედეგად გამოიყოფა დამამშვიდებელი და მოსადუნებელი ნივთიერება - სეროტონინი.

წითლდებით

სექსუალური აღგძნების დროს ფართოვდება კანქვეშ არსებული სისხლძარღვები, რის შედეგადაც მკერდი და სახე შესაძლოა შეგიფერადდეთ. ეს ნერვული სისტემის ნორმალური რეაქციაა და მიგანიშნებთ, რომ ყველაფერი ნორმალურად ფუნქციონირებს.

სექსს კიდევ უფრო ხშირ სექსამდე მიჰყავხართ

რაც უფრო მეტი პოზიტიური სექსუალური გამოცდილება აქვს ქალს, მით უფრო კარგად იქნება განწყობილი მომავალშიც. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომლებიც მენო პაუზის ასაკში არიან. ეს მათ სექსუალურ აღგზნებულობასა და ინტიმს მხარს უჭერს, აღმოფხვრის საშოს სიმშრალეს, რის გამოც სექსი მტკივნეული ხდება.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS