26 თებერვალი, 2016
როგორ უნდა შეამოწმოთ ცოლის ერთგულება?
არსებობს გამოცდილი მეთოდი, რომლითაც შეიძლება შემოწმდეს ნამდვილად უყვარს თუ არა ქალს მამაკაცი. ფსოქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს იდეალური გამოცდაა ცოლისთვის და წყვილების 90% სწორედ ამ მიზეზით შორდება ერთმანეთს.

ამაში დასარწმუნებლად სპეციალისტებმა თავიანთი პრაქტიკიდან კონკრეტული ოჯახის მაგალითი შემოგვთავაზეს. მოკლედ, ცოლის ერთგულების შესამოწმებლად საკმარისია, მას...
ქმარზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს!

აი, კონკრეტული მაგალითი. ორშვილიანი ქალი რვა წლით უმცროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე მამაკაცმა ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში შეძენილი თავისი ბინის ბებიისთვის დათმობა არ გადაწყვიტა. აი, აქედან დაიწყო
პრობლემები. ქალმა მაშინ ლამის განქორწინება გადაწყვიტა. ფსიქოლოგები აძლევდნენ რჩევებს... სწორედ ამ დროს ამოტივტივდა დეტალი, რომელიც ადრე ფსიქოლოგებს არ შეუმჩნევიათ.

არმოჩნდა, რომ ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. თანაცხოვრების პირველ წლებში ქმარს უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა. ოჯახი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. და აი, ერთ დღეს ცოლი დააწინაურეს. ის მსხვილი საწარმოს დირექტორის მოადგილე გახდა! მათ ცხოვრებაში ამ მოვლენების თარიღების შედარებისას აღმოჩდა, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტები და ქალმა გაყრაზე დაიწყო ფიქრი!

რა მოხდა? რატომ გაუჩნდა ბზარი მათ ოჯახს? არის თუ არა ქალის დაწინაურება, უფრო ზუსტად, მეტი შემოსავალი, განქორწინების მიზეზი?

რას ფიქრობს ქალი, როცა მამაკაცზე მეტ შემოსავალს იღებს? არ აქვს მნიშვნელობა ის დააწინაურეს თუ ქმარმა დაკარგა სამსახური.

სურათი ასეთია: ქორწინების პირველ წლებში ქალი იმუშავებს ქცევის სისტემას, რომელიც ითვალისწინებს და ეფუძნება იმას, რომ კაცს მეტი შემოსავალი აქვს. ასეთი მოდელი საზოგადოებაში ნორმალურადაა მიჩნეული და მას ყველაზე ხშირად ვხვდებით.

ამ სისტემის სტრატეგია გახლავთ ის, რომ ქმარი უზრუნველყოფს ოჯახის მატერიალურ მხარეს, ცოლი - ყოფას და სიმყუდროვეს. ქალი ამზადებს, რეცხავს, ალერსით ხვდება შიდაბრუნებულ ქმარს და აპურებს. შედეგად, ოჯახში სიმშვიდე და წესრიგია.

ყველა კმაყოფილია. ცოლი სიამოვნებით "ემსახურება" ქმარს. მაგრამ, აი, რა ხდება შემდეგ: ქალს უჩნდება მეტი შემოსავალი. ურთიერთობის მოდელი კი იგივე რჩება. ცოლი ისევ ალაგებს-რეცხავს-ამზადებს-ეფერება-აპურებს, ამასთან ერთად იგი უკვე "შემომტანიც" არის. ახლა, გარდა იმისა, რომ მას მხრებზე ორმაგი ტვირთი აწვება, მის გულში თანდათან უსამართლობის გრძნობა ღვივდება - "ყველაფერი მე რატომ უნდა ვაკეთო?" ქალს აღარ უნდა და აღარც შეუძლია ძველებურად "მოიტანე-წაიღეს" როლში ყოფნა.

მოდი, ქმარმაც გადაინაწილოს საოჯახო საქმეები, მოწმინდოს იატაკი, წაიყვანოს ბავშვები სკოლაში, მოამზადოს სადილი... ამ სიტუაციაში კაცი ცდილობს მეტი ფული იშოვოს და ამით ძველი მდგომარეობა დაიბრუნოს, მაგრამ მისი მეტი შემოსავალი უკვე აღარავის სჭირდება!

ცოლის დაწინაურება და საერთოდ, სიტუაცია, როცა ქალს კაცზე მეტი შემოსავალი აქვს, მარტივი არ არის. ამ მიზეზით ბევრი ოჯახი დაინგრა!

რა უნდა ქნათ, თუ ამ სიტუაციაში აღმოჩნდით? ფსიქოლოგების რჩევით, როლები უნდა გაცვალოთ და ვალდებულებები გადაინაწილოთ. გარდა ამისა, ეს საუკეთესო ტესტია იმის ამოსაცნობად, ნამდვილად უყვარს და სჭირდება თუ არა ქალს მის გვერდით მყოფი მამაკაცი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ა ბატონო!!!!
რა გამოდის აქედან?? ქალების უმრავლესობა ვინ დარა გამოდის??
20:11 / 26-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS