26 თებერვალი, 2016
უმბერტო ეკოს 17 გამონათქვამი, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენთან
უმბერტო ეკო ხშირად ამბობდა, რომ მწერლობა - მისი დროებითი პროფესიაა.
"მე ფილოსოფოსი ვარ. ისტორიებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვწერ".

გთავაზობთ ციტატებს, რომლებსაც ოდესღაც მის სხვადასხვა რომანებში ფანქრით ვხაზავდით:

1. რაზეც არ უნდა საუბრობდე, შენ მას რეალობად აქცევ.

2. როცა წესების დაცვას ცდილობთ, ამ დროს მთელი სიმძაფრე და შთაგონება იკარგება.

3. ყველაფერი ყოველთვის თქვენი ვარსკვლავის ქვეშ არ იბადება, და ერთადერთი გზა ადამიანური ცხოვრებისთვის, ეს არის - თქვენს ჰოროსკოპში ყოველდღიურად შეიტანოთ კორექტირება.

4. სიკეთე
და ბოროტება... რაც ერთისთვის სიკეთეა - სხვებისთვის ბოროტებაა. ფერიებსა და ჯადოქრებს შორის ზღაპრებშიც განსხვავებაა - ეს ასაკისა და გარეგნობის საკითხია.

5. ყველა ადამიანი საკუთარ გარემოებებზე წუწუნებს. ვისაც რაიმე გააჩნია, ის იმაზეც ჩივის.

6. არაფერი ისე არ ახარებს მხდალს, როგორც სხვისი ადამიანის სიმხდალე.

7. როგორი დაცინვაა, ცხოვრობდე დევნილობაში, სადაც არავის გაუგდიხარ.

8. არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა, ვიდრე მართალი ადამიანის დასჯაა, რამეთუ უკანასკნელ ცოდვილს, მეგობრები უკანასკნელ ცოდვასაც მიუტევებენ, მართალს კი პირველსაც არ ჰპატიობენ.

9. გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც არაფერს ნანობს, არ აქვს სურვილი უკეთესი გახდეს.

10. არაფერი შობს იმდენ ინტერპრეტაციას, როგორც უგუნურება.

11. სხვისი უგუნურება შენსას ვერასდროს შეამცირებს.

12. ადამიანებს არ უყვართ ისინი, ვინც წვრილმანებზე ტყუიან და აღმერთებენ პოეტებს, რომლებიც მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე ცრუობენ.

13. იყო განათლებული არ ნიშნავს იყო ჭკვიანი. არა! მაგრამ დღეს ყველას სურს მოუსმინონ და ზოგიერთ შემთვევაში საკუთარ სისულელეს საჯაროდ ავლენენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ადრე სისულელე საჯაროდ არ გამოდიოდა, ჩვენს დროში კი აჯანყებებს აწყობს.

14. გახსოვდეთ, რომ ხშირად კანონი ის არის, რაც ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ვერ ვიღებთ, რადგან არ გვითხოვია.

15. იყავით ფრთხილი და მოკრძალებული, ვიდრე ხმის ამოღების დრო არ დაგდება. მაგრამ საუბრისას, ისაუბრეთ თავდაჯერებულად და ამაყად.

16. ხანდახან საკმარისია რამდენიმე უაზრო სიტყვის წარმოთქმა, რომ ისტორიაში შეხვიდე.

17. ამას დღეს საღამოს მივხვდი: იმისთვის, რომ მკითხველმა ჭეშმარიტება დაინახოს, აუცილებელია ავტორი გარდაიცვალოს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS