წყვილები:
კოვზის პოზა

ამ პოზას კარგი მხარეც აქვს და ცუდიც. ის ამცირებს სტრესს, მაგრამ იმავდროულად შეუძლია ტკივილებიც გამოიწვიოს. ფსიქოლოგების მტკიცებით, ფიზიკური კონტაქტი, ძილის დროსაც კი, პარტნიორებს სტრესების დაძლევაში ეხმარება. თუმცა, რადგან ეს საკმაოდ უცნაური ფიზიოლოგიური პოზაა, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილები
ზურგშექცევით

ყველა თვალსაზრისით საკმაოდ კარგი პოზაა, ოღონდ ერთი პირობით - აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ თუნდაც მცირედი კონტაქტი. პარტნიორები ან ზურგით უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს, ან ფეხებით. თუ ასე არ არის და ორივეს თავ-თავის ნახევარზე სძინავს, ეს მიუთითებს, რომ ურთიერთობებში პრობლემები აქვთ.
პირისპირ

ეს ძალიან ინტიმური პოზაა და ხელს უწყობს წყვილის დაახლოებას, რადგან ამ დროს შენარჩუნებულია ფიზიკური და მზერითი კონტაქტი.
მარტო ძილი:
ვარსკვლავის პოზა

როცა ძილის დროს ხელები მაღლაა აწული, ეს, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, აფერხებს სახეზე ზედმეტი ნაჭების წარმოქმნას, ხვრინვას, კუჭის წვის შეტევას.
ვარსკვლავის პოზა ძალიან კარგია ზურგისთვისაც. ერთადერთ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ დროს შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ მხრების არეში, მაგრამ ეს ადვილად მოგვარდება, თუ ბალიშს დაიდებთ.
მუცელზე ძილი

სრულიად არასწორი პოზაა ძილისთვის - შეიძლება ხელები და ფეხები დაგიბუჟდეთ, ხელს უშლის სწორად სუნთქვას. ჩვილი ბავშვები კი, საერთოდ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააძინოთ ამ პოზაში - შეიძლება სუნთქვა დაეხშოთ.
ბალიშს ჩახუტებული

საუკეთესო ვარიანტია კარგად დასვენებისთვის, არც ზურგის ტკივილი შეგაწუხებთ.
ზურგზე ძილი

ეს ძილისთვის საუკეთესო პოზაა. ზურგზე ძილი ხელს უწყობს ჯანმრთელი კისრისა და ხერხემლის შენარჩუნებას.
სოფიო ბულაური