შედით საპირფარეშოში
დიახ, სწორედ საპირფარეშოში და არა სააბაზანოში. ალბათ გაგიგიათ, რომ ეს ხერხი აგაშორებთ საშარდე გზების ინფექციას, რადგან ის შარდთან ერთად გამოიდევნება, რომელიც სექსის დროს შესაძლოა თქვეს ორგანიზმში მოხვედრილიყო. თუ მოშარდვის სურვილი არ გაქვთ, ნუ იჩქარებთ. მაშინაც კი თუ 20 წუთის ან თუნდაც ერთი საათის შემდეგ შეხვალთ, ამაში საგანგაშო არაფერია, ეს ინფექციის შეჭრის რისკს არ ზრდის.
გაიხსენეთ,
თუ კარგი სექსი გქონდათ, დაფიქრდით კონკრეტულად რა მოგეწონათ. მოუყევით თქვენს პარტნიორს, მისი რომელი მოქმედება და შეხება დაგამახსოვრდათ. ახლა ამის თქმის შესაფერისი დროა, რადგან რაც მეტი დრო გავა, უფრო უხერხულად იგრძნობთ თავს. თუ სექსმა ვერ დაგაკმაყოფილათ, შეცდომები მოგვიანებით განიხილეთ.
გარდა ამისა, ურთიერთობის განსამტკიცებლად, სექსის შემდეგ გარკევული დრო, ჩახუტებულებმა გაატარეთ. კვლევის თანახმად, მსგავსი პრაქტიკით, 3 თვის შემდეგ, წყვილის ურთიერთობა გაუმჯობესდა და დიდ სექსუალურ სიამოვნებასაც იღებდნენ.
ეცადეთ, იგრძნოთ საკუთარი სხეული და გაიგოთ, რომელი დისკომფორტია თქვენთვის მისაღები და რომელი არა
სექსი ხანდახან მტკივნეულიცაა. ეს ძირითადად ვაგინის სიმშრალით ან შინაგანი შეგრძნებებითაა გამოწვეული. მიზეზი შეიძლება იყოს შეკრულობა, კუნთების სპაზმი, თუ მამაკაცი თქვენს საკვერცხეს შეეხო (ოვულაციის დროს, როცა საკვერცხეები შედარებით გადიდებულია).
ხოლო თუ ტკივილსა და დისკომფორტს გამუდმებით გრძნობთ და ეს შეგრძნება სექსის შემდეგაც რჩება, დროა ექიმს გაესინჯოთ.
შესაძლოა, სხვადასხვა ქალური დაავადებების ბრალი იყოს - საკვერცხის კისტა, მიომა, ენდომეტრიოზი ან გინეკოლოგიური სიმსივნე.
პენი ლეინი