ჩვენი სხეული ჩვენსავე ემოციებზე, გრძნობებზე, სიტყვებსა და ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მოვლენაზე რეაგირებს.
უნდა შეისწავლოთ მამაკაცის ენა ისე, რომ გაიგოთ როგორაა ის თქვენს მიმართ განწყობილი. თუ ის დაინტერესებულია თქვენით, ამას აუცილებლად იგრძნობთ მისი მიმიკებით, ჟესტებითა და სხეულის მოძრაობით.
შეყვარებული მამაკაცის სხეულის 10 მინიშნება
წარბების მოძრაობა
თუ მამაკაცი წარბებს ჯერ მაღლა, შემდეგ კი მყისიერად დაბლა სწევს, მას თქვენ აინტერესებთ. ეს საკმაოდ
კორპუსს თქვენკენ აბრუნებს
როცა ადამიანის მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი, გაუცნობიერებლად მასთან მიახლოებას ცდილობთ. თუ ბიჭი თქვენს პირდაპირ ზის და კორპუსს თქვენკენ ხრის, ე.ი. მას მოსწონხართ.
არ იცის, ხელებს რა მოუხერხოს
ხელების მოძრაობა ადამიანის ემოციას კარგად გამოხატავს. მამაკაცთან ყოფნისას, დააკვირდით მის ხელებს. თუ გაუცნობიერებლად ეხება ჯიბეებს ან ნივთებს, მას თემის შეცვლა და ყურადღების მიპყრობა სურს. ეს ჟესტი მსუბუქ დაბნეულობასაც ავლენს.
ეხება თმას
თუ მამაკაცი თმას ისწორებს, იცოდეთ, რომ ცდილობს თავი მოგაწონოთ.
ფეხს გიწყობთ
მამაკაცის ნაბიჯი ქალთან შედარებით გაცილებით ფართოა. მაგრამ როცა თქვენს გვერდით მოდის, მისი დადევნება არ მოგიწევთ..
სარკის ეფექტი
ფსიქოლოგების თქმით, თუ მამაკაცის გრძნობებში ეჭვი გეპარებათ, დაიწყეთ ჟესტიკულაცია. როგორც წესი, თქვენით დაინტერესებული ადამიანი გაუცნობიერებლად იწყებს თქვენივე ჯესტების იმიტირებას.
თვალებში გიყურებთ

ჩვეულებრივ მამაკაცებს ქალების არ ესმით. მაგრამ თუ უყვარხართ აუცილებლად მოგისმენთ. როცა ის თვალებში გიყურებთ და გვერდზე არ იხედება, ის თქვენზე შეყვარებულია.
თქვენზე ზრუნავს
მამაკაცი, რომელსაც მოსწონხართ, აუცილებლად იზრუნებს თქვენზე - მოგართმევთ ჩაის, გკითხავთ ხომარ გცივათ და ა.შ.
თქვენს ნივთებს ატარებს
სინამდვილეში მამაკაცებს არ უყვართ ქალის ნივთების ტარება, მაგრამ როცა თქვენს მიმართ სიმპათიის გამოხატვა სურს, ჯენლტმენობას იჩენს. ამიტომ თუ შოპინკის შემდეგ მძიმე ჩანთები დაგიგროვდათ, მამაკაცი დახმარებას აუცილებლად შემოგთავაზებთ.
აღებს კარს

როცა ერთად ხართ, ის თავად აღებს კარს და გატარებთ. ამგვარად თქვენს მიმართ მზრუნველობას გამოხატავს.
პენი ლეინი