1. მოგწონს - თქვი.
2. არ მოგწონს - თქვი.
3. გენატრება - დაურეკე.
4. ვერ გაიგე - იკითხე.
5. გინდა შეხვდე - დაპატიჟე.
6. გინდა რამე - ითხივე.
7. არასოდეს იკამათო.
8. გინდა გაგიგონ - აუხსენი.
9. თუ დამნაშავე ხარ, მაშინვე თქვი - თავის მართლებას ნუ დაიწყებ.
10. მუდამ გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ის ხშირად არ ემთხვევა შენსას.
11. მოერიდე ცუდ ადამიანებთან ურთიერთობას.
12. ცხოვრებაში
13. გარე სამყარო არც ბოროტია და არც კეთილი, მისთვის სულერთია არსებობ თუ არა შენ.
14. შეეცადე ყოველი მოვლენიდან სიამოვნება მიიღო.
15. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხვა სიცოცხლე არ გექნება.
16. თავი არავის მოაბეზრო.
17. გახსოვდეს, რომ შენ არავისი ვალი არ გაქვს.
18. გახსოვდეს, რომ არავის აქვს შენი ვალი.
19. არ დაინანო დრო და ფული იმ სიამოვნებისთვის, რასაც სამყაროს შეცნობა ჰქვია.
20. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს.
21. ენდე საკუთარ შეგრძნებებს.
22. ქალებისადმი (სხვათა შორის, მამაკაცებისადმიც), ისევე როგორც ბავშვებისადმი, იყავი მომთმენი და შემწყნარებელი.
23. თუ ცუდ ხასიათზე ხარ, გაიხსენე, რომ როცა მოკვდები, ამ ხასიათზეც ვერ იქნები.
24. იცხოვრე დღეს, იმიტომ რომ გუშინ უკვე აღარ არის, ხვალე კი არავინ იცის, იქნება თუ არა.
25. გახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე ყველაზე კარგი დღეა.
სოფიო ბულაური