გამოსაყენებლად დასაშვებია მხოლოდ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი - ის, რომელიც აფთიაქში იყიდება.
ათეთრებს ქსოვილს
თეთრი ქსოვილი დროთა განმავლობაში ყვითლდება, ასე რომ არ მოხდეს, დაამატეთ წყალს ერთი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და ამოავლეთ თეთრეული ან პირსახოცები.
წყალბადის ზეჟანგს ამოჰყავს რთული ლაქებიც. დაასხით ხსნარი ლაქას, გააჩერეთ ერთი
შველის ფეხის სოკოს
თანაბარი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთში წყალბადის ზეჟანგი და წყალი - წაისვით დაზიანებულ მონაკვეთზე ყოველ საღამოს.
შველის კისრის ტკივილს
კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც დიდხანს უხდება არაკომფორტულ პოზაში ჯდომა. თუ კისერი გაგიშეშდათ ან კისრის კუნთებში უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, დაასველეთ ცხვირსახოცი წყალბადის ზეჟანგში, დაიდეთ კისერზე და ზემოდან პირსახოცი დაიფინეთ. კომპრესი 10-20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. კუნთები გახურდება და ტკივილი და დაძაბულობა მოგეხსნებათ.
სურდოს დროს
შეურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ამდენივე გაზგასული მინერალური წყალი - გამოიყენეთ როგორც ცხვირის სპრეი.
კბილების გასათეთრებლად
წყალბადის ზეჟანგი ათეთრებს კბილის მინანქარს და ამცირებს კარიესის წარმოქმნის რისკს. ამისთვის შეგიძლიათ ის კბილის პასტას შეურიოთ.
დაგეხმარებათ სახლის დასუფთავებაში
წყალბადის ზეჟანგი ებრძვის მიკრობებს. დაასველეთ ხსნარში ჩვარი და გაწმინდეთ ავეჯის ზედაპირები. წყალბადის ზეჟანგი კარგად ასუფთავებს სარკესა და შუშას.
მისი გამოყენება შეიძლება, აგრეთვე, აბაზანის დეზინფექციისთვის. ის კარგად აცილებს ობსა და ნადებს.
სოფიო ბულაური