24 თებერვალი, 2016
ინტიმური ცხოვრების 4 მთავარი პრობლემა
ნუთუ გგონიათ, რომ ქორწინება ყველა პრობლემას ჭრის? - არა! ეს მხოლოდ დასაწყისია.
ისევე როგორც სხვა ყველაფერში, ცოდნა - ძალაა. რაც უფრო მეტი გაგება გაქვთ, გაცილებით ადვილად გადალახავთ სირთულეებს ურთიერთობაში.

შემდეგი 4 გავრცელებული პრობლემა სექსში, დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ ეს დასასრული არ არის, ამ საკითხს უბრალოდ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ:

არარეალური მოლოდინი

მთელი ეს ფილმები და წიგნები, სასიყვარულო ისტორიებზე - გამოგონილია და სინამდვილეს არ შეესაბამება. სცენარი მოფიქრებულია, მსახიობები კი შერჩეული. ამ დროს რეალურ ცხოვრებაში თქვენთვის ურთიერთობის ხელოვნება
არავის უსწავლებია, ვერ გადაწყვეტთ ყველაფერს რამდენიმე საათში, როგორც ეს ფილმებში ხდება. არარეალური მოლოდინს გაუგებრობასა და იმედგაცრუებამდე მიჰყავხართ, სექსშიც კი.

ცოდნის ნაკლებობა

ლიტერატურასა და მათემატიკას წლების განმავლობაში გვასწავლიდნენ, სექსუალურ ურთიერთობას კი არავინ. სწორედ ამიტომ უნდა შეისწავლოთ თქვენი და თვენი პარტნიორის სხეული, რომელია თქვენი ეროგენული ზონა, რა მოგწონთ ან არ მოგწონთ. ამას სწავლა სჭირდება და არა იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, რადგან ერთმანეთი გიყვართ.

ურთიერთობის ნაკლებობა

არც ამას გვასწავლიან. მხოლოდ ჩვენი მშობლების, მეგობრების ურთიერთობას ვხედავთ. სინამდვილეში თქვენ ვერ გექნებათ კარგი სექსი და ინტიმი თუ კარგი ურთიერთობა არ გაქვთ. როგორ გაიგებს თქვენი პარტნიორი რა მოგწონთ, თუ ამას არ ეტყვით?
ისწავლეთ საუბარი და მოსმენა და მაშინ ისეთი ურთიერთობა გექნებათ, როგორც ფილმებშია.

ცუდი გამოცდილება ან ფსიქოლოგიური ტრავმა

სირთულეები შეგხვდებათ, თუ რომელიმე თქვენგანს არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს, თუ სიმსუქნის გამო დასცინოდნენ და საკუთარი სხეული არ უყვარს, თუ მანამდე გოგონაზე შთაბეჭდილების მოხდენა არ გამოსდიოდა და ა.შ.

ინტიმურ ურთიერთობაში მთავარია - ნდობა, ამისთვის კი ურთიერთობა და გაგებაა საჭირო. ყველა პუნქტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS