ძველად შორ გზაზე მიმავალთ მარილი ყოველთვის თან მიჰქონდათ და "უწმინდურ" ადგილებში მხარს ზემოდან ყრიდნენ, რომ ბოროტ ძალებს მათთვის არაფერი ევნოთ. მარილს მაგიურ რიტუალებშიც იყენებდნენ - სწამდათ, რომ თეთრ კრისტალებს შეეძლოთ ჯადოს მოხსნა და ბედნიერების დაბრუნება.
როგორ დავიცვათ თავი ავი თვალისგან
ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, რომ ადამიანის გათვალვა ყველაზე ადვილია, როცა ის გატაცებით საუბრობს და ირგვლივ თითქმის ვერაფერს ამჩნევს.
ამიტომ მაგიდაზე ყოველთვის
სამზარეულოში
მიუხედავად იმისა, რომ საკვებად მარილის გამოყენება მისი პირდაპირი დანიშნულებაა, მის მაგიურ თვისებებს ამ მხრივაც იყენებდნენ. ასე რომ, დიასახლისმა, როდესაც კერძში, განსაკუთრებით წვნიანებსა და სოუსებში, მარილს ყრის, აუცილებლად კარგ რამეებზე უნდა იფიქროს - გახსოვდეთ, თქვენი სურვილები კერძის აურაში გადადის.
ბოროტმა და ავმა სიტყვებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, ვინც კერძს მიირთმევს.
კარგი იქნება, თუ დიასახლისი კერძში მარილის ჩაყრისას წესად გაიხდის "მამაო ჩვენოს" წაკითხვას, ეს ჯანმრთელობის, სულიერი და ფიზიკური ძალების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მართალია, თქვენზეა დამოკიდებული დაიჯერებთ თუ არა ყოველივე ზემოთქმულს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გახალისდებით მაინც.
სოფიო ბულაური