23 თებერვალი, 2016
7 სიზმრისეული სიმბოლო, რომელთა იგნორირება არ ღირს
სიზმარი დღემდე კვლევის საგანია მეცნიერებისთვის, საზოგადოებაშიც სხვადასხვა აზრია დამკვიდრებული. უამრავი სიზმრის ახსნაც არსებობს, თუმცა გამოარჩიეს შვიდი სიმბოლო, რომელთა იგნორირებასაც არ გვირჩევენ.

ყუთები

თუ ყუთები გესიზმრებათ, ესე იგი თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცას გიმალავენ. ცარიელი ყუთი იმედგაცრუებაზე მიანიშნებს, ბევრი ყუთი კი ნიშნავს, რომ საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ, პრობლემები გაქვთ და მათ დამალვას ცდილობთ.

ტელეფონი

აწკრიალებული ტელეფონი სიზმარში ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს, უკავშირდებით თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს, რომლისკენაც ასე ისწრაფოდით. შესაძლოა, საკვანძო მომენტი სულაც ერთი ხელის გაწვდენაზეა.
თუ თქვენ ტელეფონის ზარს არ პასუხობთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად გეშინიათ ცვლილებების.

ფრენა

სიზმარში ფრენა ნიშნავს, რომ ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ და მათ დაძლევას, მათზე ამაღლებას ცდილობთ.

მთვარე

თუ მთვარე გესიზმრებათ, ეს ხელოვნებისადმი თქვენს ფარულ მიდრეკილებაზე მიანიშნებს. თქვენ ან გეშინიათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ან თავადაც ვერ ამჩნევთ მას.

გზა

ცხოვრებისეული გზის სიმბოლოა. თუ სუფთა, მოასფალტებული გზა ან ბილიკი გესიზმრებათ, პოზიტიური და ნათელი მომავალი გელოდებათ. თუ ბურუსით მოცულ გზაზე დგახართ და ორიენტირება გიჭირთ, ესე იგი თქვენ შიშით უყურებთ საკუთარ მომავალს.

ყვავილები

ყვავილის კოკრები სიახლეს, ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. ახალამოზრდილი მცენარე, ნერგი ნიშნავს, რომ თქვენი წამოწყებები წარმატებული იქნება და მალე გამოიღებს ნაყოფს. დამჭკნარი ყვავილები მეტყველებს, რომ შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდეს.

წყალი

წყალი სიზმარში, როგორც წესი, ცხოვრებისეული ამბიციების სიმბოლოა. თუ ოკეანე გესიზმრებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინ ფართო შესაძლებლობებია გადაშლილი და სწორედ რომ დროა, გარისკოთ.

თუ პატარა ნაკადულები ან გუბეები გესიზმრებათ, ესე იგი წვრილმანი სირთულეები გელოდებათ.

რა თქმა უნდა, ეს სიმბოლოები, ისევე როგორც სიზმრების ნებისმიერი ახსნა, პირობითია. უბრალოდ, მათ ერთი კეთილშობილური მიზანი აქვთ - იცხოვროთ იმედიანად, ფრთხილად, ნათელი მომავლის რწმენით და არასოდეს შეუშინდეთ პრობლემებს.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS