23 თებერვალი, 2016
რატომ არ უნდა ატაროთ წითელი ძაფი ხელზე
წითელ ძაფს მარცხენა ხელზე ბევრი ადამიანი ატარებს.

რას აღნიშნავს ის და რამდენად დაშვებულია მისი ტარება ქრისტიანულად?

ამას არქიმანდრიტი ფილიპი (კიევის პეჩორის გამოქვაბულების მეურვის თანაშემწე) შემდეგნაირად ხსნის:

- რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, წითელ ძაფს ხელზე ბოროტებისა და დაავადებებისგან თავის დასაცავად ატარებენ. არ მინდა ამ რიტუალის
დეტალებს ჩავუღრმავდე, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია მსგავს მეთოდებს, ამულეტებისა და თილისმების იდეას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი კერპთაყვანისმცემლობისა და სხვადასხვაგვრი სექტებიდან შემოგვრჩა და ეშმაკის მიერაა გამოგონილი.

იმისთვის, რომ ადამიანი ღმერთსა და ჭეშმარიტ რწმენას ჩამოშორდეს, ეშმაკი
მას სთავაზობს სხვა საგნების სწამდეს და ვისაც ამის სჯერა, ის ეხმარება კიდეც.

ეშმაკურად მოქმედებს - გარკვეული დროით უბრალოდ არ ეხება იმ ადამიანებს, ვისაც მისი გამოგონებების სჯერა, მაგრამ საბოლოოდ მის მახეში ებმებიან, რის შემდეგაც სერიოზული სულიერი პრობლემები ექმნებათ.

თუ ისინი არ მოინანიებენ, არ ეზიარებიან, არ ჩამოშორდებიან მსგავს ცრურწმენებს, არ შესთხოვენ უფალს დახმარებასა და მფარველობას, საშინელ დეპრესიაში ჩავარდებიან, ხშირად ჭკუიდან იშლებიან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. ყველაფერი კი მსგავსი წვრილმანებით იწყება.

სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნუ მიიღებთ ეშმაკის საზრდოს.


პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS