22 თებერვალი, 2016
შეცდომა პირჯვრის წერისას და რამდენი სანთელი უნდა დაანთოთ ეკლესიაში
პირჯვრის გადასახვა და სანთლის ანთება ნებისმიერი მართლმადიდებლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თუმცა ხშირად ადამიანები პირჯვარს შეცდომით ისახავენ - ხელი მხრებთან კი არ მიაქვთ, არამედ სადაც მოხვდებათ, იქ იდებენ. სანთლის ანთების დროს ზოგს ჰგონია, რომ წყვილი უნდა დაანთოს, ზოგს კენტი რაოდენობა ჰგონია სწორი. შეიძლება ეს ყველაფერი წვრილმანად და უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოთ, თუმცა ამ ყველაფერს თავისი წესი აქვს, რომელსაც სწორად შესრულება უნდა.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის
ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს მარჯვენა ხელის სამი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, საჩვენებელსა და შუა თითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - ნეკასა და არათითს ხელის შუა გულზე ვიდებთ, ქრისტეს ორ ბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. მოხრილი თითები მიგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითები კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს.როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება, ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ.

- შეცდომით გადასახული პირჯვარი არ ითვლება პირჯვრის წერაში?
- წმინდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. გონება, გული და სხეულებრივი გრძნობა იწმინდება პირჯვრის გამოსახვით, ადამიანი შინაგანი რწმენით გამოქარგავს გარეგანს.

ეკლესიის მამებმა ჩამოაყალიბეს მართებული სახე, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს, ღმერთს რა სახით მივმართოთ და ა.შ. ქრისტიანი ამ ყოველივეს სწავლობს. არასწორად აღსრულება უცოდინრობით უნებლიე შეცდომაა და გამოსწორდება, მაგრამ შეგნებული ცდომილება სხვა რელიგიასთან ან კონფესიასთან "დაგვაახლოვებს". უფალი გულს ხედავს და იწირავს, თუმცა გარეგნული ფორმა აუცილებელია. დამახინჯებული ქმედება არასდროს არ მიეთევლება ადამიანს შესრულებაში.

- რას გამოვხატავთ პირჯვრისწერით, ჯვრის გარდასახვით? იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS