22 თებერვალი, 2016
3 რამ, რაც მამაკაცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელსაც ქალის ცხოვრებაში ფუნდამენტური ადგილი უჭირავს - ეს მამაკაცთან ურთიერთობაა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, არსებობს საბაზიზო მოლოდინები, რომლებიც მამაკაცს აქვს. ეს არც ახირება და არც ფანტაზიაა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს 3 სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი რამ მამაკაცისთვის, რაც ქალისგან უნდა მიიღოს და შესაბამისად 3 მნიშნელოვანი მომენტი, რაც ქალისთვისა აუცილებელი, რათა მამაკაცი მის გვერდით "აყვავდეს".

1. თვითკმაყოფილება

თუ ქალი თავს კარგად გრძნობს, მუდამ ხალისიანია, კმაყოფილია რასაც აკეთებს თუ არ აკეთებს, ამით მამაკაცს ენერგიას ჰმატებს.
ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში მიიჩნეოდა, რომ ქალი დიდი ენერგეტიკის მატარებელია. ამიტომ სამსახურიდან მოსული, დაღლილი მამაკაცი მისკენ მიიწევს, რათა ენერგია შეივსოს. ხოლო თუ ქალი ცუდ გონებაზეა, მამაკაცი მისგან ვერაფერს იღებს და არც საქმის კეთების ძალა შესწევს.

თვითკმაყოფილების განცდის გარეშე, ქალი მამაკაცის თვალში კარგავს მიმზიდველობას.
მნიშნელოვანია გაიგოთ ერთი მარტივი რამ: მამაკაცის მთავარი მოთხოვნილებაა ქალისგან ენერგია მიიღოს.

2. სულგრძელობა, გჯეროდეს მამაკაცის მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უძლურია

ცნობილმა, იტალიელმა მსახიობმა, მარჩელო მასტროიანიმ ერთხელ თქვა - ყველა მამაკაცი, სულის სიღრმეში, ნებისმიერ ქალში საკუთარ დედას ეძებს. შესაძლოა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მამაკაცს ბავშვივით მოფრთხილება და "სწორად აღზრდა" სჭირდება.
თუ მამაკაცი სხვებთან არაჩვეულებრივ ხასიათს ავლენს, სახლში კი უკარებაა, პრობლემა მხოლოდ თქვენშია. ხშირად ადამინების, იმის ნაცვლად, რომ განიხილონ რა სწყინთ ან არ მოსწონთ, თავისთვის ინახავენ და არ ამბობენ.

მთავარია თავად იგრძნოთ თავი ბედნიერად - ეს არის უნარი გჯეროდეს ადმიანის, რომელიც შენს გვერდითაა. შეგახსენებთ, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ენერგიათა გაცვლაა. თუ ქალი მამაკაცის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვას, ის ისეთივე სიგნალს იღებს, როგორც დედისგან: "შენ არ ხარ ისეთი, როგორიც უნდა იყო. არაფრად ვარგიხარ". მაშინ ადამიანი ვერ ვითარდება, ვერ ახდენს უნარების რეალიზებას. თქვენი მისდამი უნდობლობა, ცუდად აისახება - გაღიზიანდება, გიღალატებთ ან ცუდი მამა იქნება. ეს აუცილებლად გამოვლინდება თუ მასში ღირებულ თვისებებს ვერ დაინახავთ.

3. მესამე პუნქტი ცოდნაა

ცოდნა იმისა, რომ ადამიანებს რეაგირების ინდივიდუალური ფორმა აქვთ.
იცნობდეთ ქალისა და მამაკაცის ბუნებას. ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, ყოველთვის სხვადასხვა ენაზე ვისაუბრებთ, ამიტომ კარგად უნდა შეისწავლოთ როგორც თქვენი, ისე მისი ხასიათი. ამ საოცარ ცხოვრებაში, სადაც სიყვარული, ბედნიერება და გაერთიანების შეგრძნება შესაძლებელია, სამყარო უნდა მიიღო ისეთი განსხვავებული, როგორიც სინამდვილეშია.

ნუ განსჯით მამაკაცს, უბრალოდ გაუგეთ. შეისწავლეთ მამაკაცის ფსიქოლოგია. დღეს ამის შესახებ უამრავი ტრეინინგი იმართება და ბევრი წიგნი არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, შეისწავლო მთელი სამყარო, რომელიც შენ არ გგავს. შესაფერისი შეფასება კი დიდ ბედნიერებას მოგიტანთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS