22 თებერვალი, 2016
ტოპ 5 ხერხი, როგორ აიძულოთ მამაკაცი ცოლობა გთხოვოთ
ქალისთვის ქორწინება ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლაა, მამაკაცები კი ამ ეტაპს არც თუ ისე დიდი სიხარულით ეკიდებიან - მასში ვერ ხედავენ აზრს და აშინებთ კიდეც. როგორ უნდა მოიქცეთ, როცა უკვე დიდი ხანია ოჯახის სტატუსს უნდა ატარებდეთ, ის კი შემოთავაზებას აყოვნებს?

1. გამოყავით მიზეზები

როგორც წესი, ოჯახის შექმნას იმიტომ გაურბის მამაკაცი, რომ ეშინია თავისუფლების დაკარგვის, არ არის დარწმუნებული ხვალინდელ დღეში, ეჭვი ეპარება თავსებადობაზე. უმჯობესია უკეთ დააზუსტოთ ეს მიზეზები, გაიგოთ თქვენი პარტნიორის დამოკიდებულება ქორწინებაზე, რათა უკეთ გააქარწყლოთ მისი ეჭვები.

2. აჩვენეთ ქორწინების პლუსები

ბევრ ახალგაზრდას ქორწინება მოსაწყენად მიაჩნია - რუტინა, ტელევიზორის ყურება და ცოლი ხალათში. თქვენი დავალებაა- საყვარელი მამაკაცი საწინააღმდეგოში დაარწმუნოთ. ეწვიეთ მოსიყვარულე ოჯახებს, აუხსენით, რომ ქორწინება ცხოვრებას შეგიმსუბუქებთ, აჩვენეთ კონკრეტული მიზეზები. თუ მამაკაცი დარწმუნდა, რომ ქორწინება არც ისეთი საშინელია, შესაძლოა თქვენს ურთიერთობას სხვა კუთხით შეხედოს.

3. მიახვედრეთ, რომ უარს არ მიიღებს

ხანდახან მამაკაცს უბრალოდ აშინებს, რომ შესაძლოა შეთავაზებაზე უარი მიიღოს. მისთვის ეს ხომ ღირსების საკითხია. აგრძნობინეთ პარტნიორს, რომ მის წინადადებას სიამოვნებით დათანხმდებით.

4. მეტი ვნება

დაუმტკიცეთ თქვენს პარტნიორს, რომ ისეთ გოგონასთან, როგორიც თქვენ ხართ, ის არასდროს მოიწყენს, რომ მის ცხოვრებას არასდროს მოაკლდება ვნება და რომანტიკა. გააკვირვეთ ახალი სექსუალური "ხრიკებით", დაგეგმეთ არდადეგები კარგ სასტუმროში ან უბრალოდ შეიცვალეთ იმიჯი, უკეთესობისკენ. ეს მას უბიძგებს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას.

5. დარჩით ქალად!

და ბოლო რჩევა: ნებისმიერი ხრიკი ჭკვიანურად უნდა იყოს გათვლილი. თუ ყოველი ფეხის ნაბიჯზე აგრძნობინებთ მამაკაცს, რომ დაჟინებით გსურთ გათხოვება, ამან შესაძლოა შეაშინოს. უბრალოდ მცირედით უბიძგეთ საყვარელ ადამიანს, შეუღლების სურვილის ინიციატივა კი მას უნდა ეკუთვნოდეს. თქვენგან მხოლოდ ერთი სიტყვა "დიახ" სჭირდება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS