21 თებერვალი, 2016
დონ ხუანის დიდებული გამონათქვამები - „რასაც ახლა, ამ მომენტში აკეთებ, სრულებით შესაძლებელია, ეს დედამიწაზე შენი უკანასკნელი ქმედება აღმოჩნდეს“
1. ისე მოიქეცი, როგორც სიზმარში. იმოქმედე გაბედულად და გამართლებას ნუ მოძებნი.

2. ძალიან ბევრს ნუ განმარტავ. როცა უხსნი რატომ არ შეგიძლი რაიმეს გაკეთება, სინამდვილეში საკუთარი ნაკლოვანებებისთვის იხდი ბოდიშს,
იმ იმედით, რომ მსმენელი გამოიჩენს სიკეთეს და შეგინდობენ მათ.


3. იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური მიიღოთ, ადამიანს შეცვლა უნდა შეეძლოს. ყველაზე რთულია განზრახ შეიცვალო.

4. მე არასდროს ვარ სხვაზე განაწყენებული. ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ისეთი რამის გაკეთებს, რაც ჩემგან მსგავს ემოციას გამოიწვევს. ადამიანებზე მაშინ ბრაზდები, როცა გრძნობ, რომ მათი ქმედება მნიშვნელოვანია.
უკვე დიდი ხანია მსგავსს ვერაფერს ვგრძნობ.


5. უნდა გახსოვდეს, რომ გზა, მხოლოდ - გზაა. თუ გრძნობ, რომ ამ გზით არ უნდა წასულიყავი, მიატოვე.

6. შენ ახლა ვერ შეძლებ გამიგო, შენი ჩვევის გამო - იფიქრო ისე, როგორც შენ ხედავ.

7. თუ არ მოგწონს რასაც იღებ, შეცვალე რასაც გასცემ.

8. ადამიანების უმრავლესობისთვის მთავარი დაბრკოლება - შინაგანი დიალოგია. როცა ადამიანი მის შეჩერებას შეძლებს, ყველაფერი
შესაძლებელი ხდება. ყველაზე დაუჯერებელი პროექტები რეალობად იქცევა.

9. ადამიანები როგორც წესი ვერ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საკუთარი ცხოვრებიდან გადაყარონ რაც სურთ. ნებისმიერ დროს. მყისიერად.

10. ერთადერთი ჭეშმარიტად ბრძენი მრჩეველი, რომელიც გვაქვს - სიკვდილია. ყოველჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი ცუდად მიდის და მარცხის განცდის ზღვარზე ხარ, მარცხნივ შებრუნდი და სიკვდილს ჰკითხე, ეს ასეა?

11. ყველა ადამიანი თავის გზაზე მიდის. თუ კმაყოფილი მიდიხარ, ე.ი. ეს შენი გზაა. თუ ცუდად ხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია გზიდან გადახვიდე, რამდენად შორსაც არ უნდა იყო გასული. და ეს სწორი საქციელი იქნება.

12. ჩვენ მთელი დრო და ენერგია გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენში არსებული იდიოტიზმი დავამარცხოთ.

13. მთელი ხრიკი იმაშია, თუ რაზე უნდა მოახდინოთ ორიენტაცია. თითოეული ჩვვენგანი თავად ირჩევს, იყოს უბედური ან ძლიერი. ამაზე შრომა ორივე შემთხვევაში თანაბარია.

14. მცოდნე ადამიანი რომ გახდე, მებრძოლი უნდა იყო და არა მტირალა ბავშვი. იბრძოლო, არ დანებდე, უკან არ დაიხიო, არ იწუწუნო, იბრძოლო მანამ, ვიდრე არ დაინახავ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მიხვდე, სამყაროში არაფერია ისეთი, რასაც რაიმე მნიშვნელობა აქვს.

15. რასაც ახლა, ამ მომენტში აკეთებ, სრულებით შესაძლებელია, ეს დედამიწაზე შენი უკანასკნელი ქმედება აღმოჩნდეს. სამყაროში არ არსებობს ძალა, რომელიც მოგცემს გარანტიას, რომ თუნდაც კიდევ ერთ წუთს იცოცხლებ.

დონ ხუანი (კარლოს კასტანედის წიგნების სერიიდან)

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS