20 თებერვალი, 2016
რატომ უნდა დაკავდეთ სექსით ყოველდღე - მეცნიერების გაფრთხილება უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ!
ის, თუ რამდენად ხშირად კავდება წყვილი სექსით, დამოკიდებულია ურთიერთობის ეტაპზე. თუ შეყვარებულობის პერიოდი ახლახანს დაიწყო, მაშინ საპრობლემო არაფერია, მაგრამ წყვილი, რომელიც უკვე წლებია ერთად ცხოვრობს, ხშირად სულ უფრო ნაკლებად კავდება სექსით. ჩვენ კი მოგიყვებით თუ რატომ არის ეს კატეგორიულად დაუშვებელი:

1. ინტიმური სიახლოვე

ბევრი ფიქრობს, რომ სექსი პირველ რიგში ფიზიოლოგიური კმაყოფილებაა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ინტიმური სიახლოვე, პარტნიორის მიმართ ნდობას ზრდის და გიჩენთ ახალი ემოციების განცდის სურვილს. სექსის დროს პარტნიორები ფარულ მხარეებს ამხელენ, მორალურად და სულიერად
კიდევ უფრო ახლობლები ხდებიან.

2. ახალგაზრდობის ელექსირი

ერთ-ერთი შოტლანდიური კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე პარტნიორთან, კვირაში რამდენჯერმე კავდებიან სექსით, 12 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვისაც სექსი ნაკლებად აქვს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქტის დროს, მამაკაცისა და ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ტესტოსტერონი და ესტროგენი, რაც სხეულს აახალგაზრდავებს.

3. ფიტნეს ცენტრი

ვისაც ფიტნეს ცენტრში დააგვიანდა და ვარჯიშის ჩაგდების გამო განაწყენებულია, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. სექსს ფიზიკური ვარჯიშის ჩანაცვლება შეუძლია, ზედმეტ კილოგრამებსაც მოგაშორებთ.

4. თავიდან აიცილებთ გულის შეტევას

მეცნიერები გირჩევენ, გულის შეტევის რისკის შესამცირებლად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასარიდებლად, სექსით კვირაში მინიმუმ ორჯერ უნდა დაკავდეთ.

5. ანტიდეპრესანტი

აქტის დროს, გაუცნობიერებლად ებრძვით სტრესსა და დეპრესიას. რატომ უნდა დალიოთ აბები, როცა ამ სასიამოვნო პროცესს თქვენი განკურნება შეუძლია?!

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS