ჯოზეფ რივიერას ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს. ის გვაცნობს ყველა ნიუანსს:
ყავა ადამიანს ეხმარება დეპრესიის დაძლევაში და ამცირებს თვითმკვლელობის რისკს.
კვლევებმა აჩვენა - მოზარდებში, რომლებიც ყავას ზომიერად მიირთმევდნენ, თვითმკვლელობის სიხშირე შეამცირა.
ასევე დაფიქსირდა დეპრესიის დონის დაწევა ადამიანებში, რომლებიც ამ სენისგან იტანჯებიან.
კოფეინი ასევე ზრდის სოციალურ ურთიერთქმედებას და ადამიანების მიმართ სიყვარულს, განსხვავებით იმისა, როცა ადამიანი აუჩქარებლად სვამს ჩაის,
არეგულირებს ნაწლავური სისტემის მოქმედებას, ეს კი მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს ამცირებს.
ყავა ორგანიზმში ზრდის რკინის შემცველობას, რაც თავისმხრივ გვიცავს ღვიძლის სიმსივნისგან.
ღვიძლის სიმსივნის პროფილაკრტიკისას, ყავის მიღებით, მცირდება C ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზის და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების რისკიც.
ყავის მომხმარებლები ნაკლებად ეტანებიან ნარკოტიკს, ხოლო ადამიანებში, რომლებიც ჩაის ირჩევენ მსგავსი დამოკიდებულებისგან მეტად იტანჯებიან.
ყავა სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ
სინამდვილეში ჩაი ყავაზე მეტ კოფეინს შეიცავს, მაგრამ მოდუღებისას, ყავაში მეტი კოფეინი რჩება.
ენერგია, რომელსაც ადამიანი ერთი ფინჯანი ყავის დალევისას იღებს, გამოსაფხილზებელ როლს ასრულებს და შესაძლოა ტრაგიკული ინციდენტისგან იხსნას. ჩაის ყველაზე დიდი ფინჯანიც კი, მსგავს შესაძლებლობას არ იძლევა.
ახლა, როცა უკვე იცით მიზეზები, თუ რატომ არის ყავა მეტად სასარგებლო, ვიდრე ჩაი - სწორი არჩევანი გაკეთების საშუალება გეძლევათ.
პენი ლეინი