19 თებერვალი, 2016
როგორ გავაპრიალოთ საიუველირო ნაწარმი სახლის პირობებში
საიუველირო ნაკეთობები და სამკაულები დროთა განმავლობაში პირვანდელ პეწსა და ბრწყინვალებას კარგავს. მათ გაპრიალებას შინაურ პირობებში ადვილად შეძლებთ.
დაგჭირდებათ:

1 სადილის კოვზი მარილი.

1 სადილის კოვზი საკვების სოდა.

1 სადილის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

1 ჭიქა წყალი.

1 ნაჭერი ფოლგა.

როგორ გავაპრიალოთ:

წყალი 1-2 წუთით მიკროტალღურ ღუმელში შეათბეთ.
აიღეთ პატარა ჯამი ან ჭიქა, ჩააფინეთ ფოლგა, ჩაასხით გაცხელებული წყალი, დაამატეთ მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ჩააწყვეთ საიუველირო ნაკეთობები და 5-10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ამოიღეთ, ცივ წყალში
გაავლეთ და რბილი მშრალი ქსოვილით გაამშრალეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლალი
წყალი აუცილებლად მიკროტალღურ ღუმელში უნდა გაცხელდეს? ვისაც არ გვაქვს დავრჩით გაუპრიალებელი ოქროთი
12:26 / 13-03-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
სადაა გასაპრიალებელი ოქრო ჩემო კარგო.წლებია ლომბარდში ისვენებს.......
00:01 / 12-03-2016
გამოხმაურება / 0 /
და ფოლგა რისთვის არის საჭირო?
22:15 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS