19 თებერვალი, 2016
გაწუხებთ შავი ჩრდილები თვალებქვეშ? საკვები სოდა სასწაულს მოახდენს
საკვები სოდა, ალბათ, ყველაზე უნივერსალური და იაფი პროდუქტია, რომელიც ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება და თითქმის ყველაფერში გამოიყენება - კულინარიაში, საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, სამკურნალოდ და შინაურ კოსმეტოლოგიაშიც.

შემოგთავაზებთ უჩვეულო და ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელიც თვალებქვეშ შავი ჩრდილების მოცილებაში დაგეხმარებათ და აღარ დაგჭირდებათ უძილო ღამის შემდეგ ტონალური კრემის ან სხვა შესაბამისი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება.

ერთმანეთში აურიეთ 5 გრამი თვალების ირგვლივ წასასმელი ნებისმიერი კრემი და ერთი მწიკვი საკვები სოდა. მიღებული მასა წაისვით თვალების ქვეშ გაჩენილ მუქ ჩრდილებზე და 10-15 წუთის
შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შეგიძლიათ ასევე, 1 ჩაის კოვზი სოდა 1 სუფრის კოვზ წყალში ან ჩაიში გახსნათ. დაასველეთ მიღებულ მასაში ბამბის დისკები და 15 წუთით თვალებქვეშ დაიდეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

გარდა იმისა, რომ მუქი ლაქები გაგიუფერულდებათ, მზერა უფრო ნათელი გაგიხდებათ.
თუ თვალებქვეშ რეგულარულად გიჩნდებათ მუქი ჩრდილები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეკა
რამდენ დღეში გაქრება სილურჯე
21:36 / 02-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS