19 თებერვალი, 2016
რატომ არ უნდა ავურიოთ კიტრი და პომიდორი სალათაში - 4 მიზეზი, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს
კიტრი პომიდვრის სალათა ჩვენში წლის ნებისმიერ დროს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჭმელია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კიტრის და პომიდვრის არევა სალათებში რეკომენდებული არ არის. აი, რა მიზეზებს ასახელებენ სპეციალისტები:

1. კიტრი განეკუთვნება ტუტე პროდუქტებს, პომიდორი კი - მჟავა პროდუქტებს. მათი შერევისას წარმოიქმნება მარილები, რომლებიც ილექება და არ გადამუშავდება.

2. კიტრი შეიცავს ასკორბინაზას - ფერმენტს, რომელიც ასკორბინის მჟავას შლის. ცნობილია, რომ პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს С ვიტამინს, ამიტომაც
კიტრი-პომიდვრის სალათის მირთმევისას თქვენ, ფაქტობრივად, ვერ იღებთ С ვიტამინს.

3. კიტრი და პომიდორი ერთად ნაწლავებში წარმოქმნის გაზებს, რადგან მათ შეთვისებას სხვადასხვა პროცესი სჭირდება: კუჭი გამოყოფს მჟავას ერთი ბოსტნეულის - კიტრის ან პომიდვრის - გადასამუშავებლად, შესაბამისად, მეორე ბოსტნეული მოუნელებელი რჩება.

4. ასეთი სალათით, უპირველეს ყოვლისა, ღვიძლს მიაყენებთ ზიანს. თქვენს ღვიძლს ქანცის გაწყვეტამდე მოუწევს მუშაობა, რომ ერთმანეთთან შეუთავსებელი საკვები გადაამუშაოს. თუ ამას სისტემატური ხასიათი ექნება, ღვიძლს მუშაობაში პრობლემები შეექმნება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქრისტი
მიდი რა ადამიანები საუკუნეებია მასე ჭამენ და რა . კიტრი და პომიდორი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია
16:47 / 19-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS