კეფირი და სანელებლები ერთმანეთში აურიეთ 200 მილიგრამი კეფირი, თითო დანის წვერი დაფქული კოჭა, დარიჩინი და წითელი წიწაკა, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მინერალური წყალი, კარგად მოურიეთ და მიირთვით.
კეფირი და თაფლი
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამცხვარსა და ტკბილეულზე უარს ამბობთ, დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ ამ კოქტეილს ფუნთუშა მიაყოლოთ.
ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი დაფქული კოჭა და თაფლი და ერთი სადილის კოვზი
კეფირი და ვაშლი
ეს საოცარი სასმელი აქვეითებს მადას და შეუძლია, წარმატებით ჩაანაცვლოს საუზმე და ვახშამი.
საშუალო ზომის 5 ვაშლი გაფცქვენით და გახეხეთ, დაუმატეთ 300 მილიგრამ კეფირს და ბლენდერით ან მიქსერით ათქვიფეთ, გემოვნების მიხედვით დაუმატეთ დარიჩინი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
სამკურნალო კეფირი
თუ ამ სასმელს დალევთ თითო ჭიქას დღეში, არ მიირთმევთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს, პარალელურად ივარჯიშებთ კიდეც, ერთ კვირაში 2-დან 4-კილოგრამამდე ზედმეტ წონას მოიშორებთ.
კოქტეილი ასევე დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე.
ნახევარ ლიტრ კეფირს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კოჭა, ცოტაოდენი თაფლი და ერთი მწიკვი დარიჩინი. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ბლენდერით ათქვიფეთ.
ცხიმების დასაწვავად
ერთ ბოკალ კეფირს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ერთი მწიკვი დაფქული დარიჩინი. გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ მიირთვით.
დალიეთ ეს სასმელი 10 დღის განმავლობაში დილით უზმოზე, ოღონდ ამ პერიოდში უნდა დაიცვათ ბოსტნეულის დიეტა და და მიიღოთ ბევრი სითხე (წყალი, მწვანე ჩაი).
სოფიო ბულაური