19 თებერვალი, 2016
გაიგე, ვინ ხარ მაიას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ეს მართლაც დაუჯერებელი სიზუსტეა!
ეჭვი არავის ეპარება, რომ ინდიელ მაიას ტომებს ასტროლოგიის სრული სიზუსტით ესმოდათ.

ჩენი: 2 – 21 იანვარი

ჩენის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები - ადამიანი ღამეები არიან. მათი ენერგია მზის ჩასვლისთანავე იზრდება. სავსემთვარიანობა მათ გაბედულს, ველურსა და დაუჯერებლად მიზანსწრაფულს ხდის. მაიას წარმომადგენლები ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მედიტაციაში ვარჯიშს ურჩევდნენ.

იაში: 22 იანვარი - 10 თებერვალი

ამ ადამიანებს პლანეტა ვენერა მართავს. სწორედ მან უბოძა დაბადებიდანვე ბუნებისა და ყველა ცოცხალი არსების მიმართ სიყვარული. თქვენ ნაზი და მზრუნველი ადამიანი ხართ.
თქვენგან კარგი დიპლომატი და მომლაპარაკებელი გამოვა. თქვენთვის უმაღლესი ღირებულება - ჰარმონიაა.

საკი: 11 თებერვალი - 2 მარტი

საკის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ყველაზე კარგად ავლენენ თავს და მუშაობენ შუადღით. მზესთან ერთად იზრდებიან, ძალიან შრომისმაყვარეა, ნებისმიერ რთულ საქმეს ეჭიდება. საყვარელი მიმართულება - ჩრდილოეთი. თილისმა - ბაყაყი. ცხოვრებაში აფასებთ სწრაფ ცვლილებებს.

კენი: 3 -22 მარტი

ამ ადმიანებს ბუნება უყვართ. მათი ვნება - ცეცხლოვანია, საყვარელი ფერი - წითელი, მთავარი ღირებულება - სიძლიერე და ენერგიაა. მაია გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში - ტყეში. ეს ოპტიმიზმითა და ახალი ენერგიით აგავსებთ. თქვენი ცხოველი - ირემია.

მაკი: 23 მარტი - 11 აპრილი

ეს ნიშანი მაიასთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოცანა. თქვენ აღმერთებთ საიდუმლოებებს, გამოცანებსა და მისტიკას. ფიქრობთ, რომ სამყაროს მთავარი ღირებულება - ცოდნაა. თუ კარგად იცნობთ ადამიანს, 100 %-ით იცით მისი სისუტეები, ე.ი. ის ჯიბეში გყავთ. საყვარელი ციფრია -3. ეს ციფრი ერთდროულად - ბალანსისა და ღვთიურის სიმბოლოა.

კანკინი: 12 აპრილი - 1 მაისი

ის ყველაზე მძაფრად გრძნობს დედამიწისა და მზის მიმართ სიყვარულს. ბედნიერების მისაღწევად ბევრს იღწვიან. საქმე ბოლომდე მიგყავთ. ცხოველი რომელიც სულიერად შეგეფერებათ - ძაღლია. ამ ცხოველივით ლოიალური, ერთგული და ძლიერი ხასიათი გაქვთ.

მუვან: 2 – 21 მაისი

ეს ადამიანი - ერთი დიდი წინააღმდეგობაა. მათ ორი ელემენტი ერთდროულად მფარველობს - ცეცხლი და წყალი. რა ხდება როცა ისინი გაერთიანდებიან? ჭექა-ქუხილი!
სავსე ხართ უსაზღვრო ენერგიით, რომელიც გამუდმებით გირტყამთ შიგნიდან და გარეთ ისწრაფვის. მისი მართვა ყოველთვის არ შეგიძლიათ, ამიტომ ხანდახან იმპულსური ქმედებები გაქვთ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებთ.

ეს ყველაფერი შესანიშნავად ერთიანდება თქვენს სიბრძნესთან. აი რატომ არის თქვენი ტოტემური ცხოველი - ბუ! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, უყუროთ სიბნელეს და იქ ჭეშმარიტება დაინახოთ.

პეკსი: 22 მაისი - 10 ივნისი

ამ ნიშნის მატარებლები დაბადებიდან ლიდერები არიან. გარშემომყოფი ადამიანების ენერგიის ძალით ივსებიან და მხოლოდ წინ მიიწევენ.
მათი ელემენტი - წყლის ორთქლია: ეს წყლის, მიწისა და ცეცხლის ნარევია.

კაიაბი: 11 – 30 ივნისი

ადამიანი - მთვარე. აღმერთებენ ყველაფერ სულიერს და სხვებისთვის რთულად გასაგებს. სამყაროს მიმართ ღრმა შეხედულელები აქვთ. არ უყვართ განსჯა. სხვებზე უკეთ შეგიძლიათ იკითხოთ ფრაზებს შორის და დაუჯერებელ სიბრძნეს ჯერ კიდევ პატარა ასაკში ავლენთ.

კუმკუ: 1 – 20 ივლისი

ეს ადამიანები დაბადებიდან პოლიტიკოსები და მანიპულატორები არიან. უყვართ დებატები, კამათი, ავლენენ ინტელექტს. სწრაფი აზროვნება გაქვთ, სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ადაპტირებას, ბადალი არ გყავთ. ცვლილებები არასდროს გაშინებდათ. დიდება კი მაგნიტივით გიზიდავთ.

ვეიები: 21 – 25 ივლისი

მაია ამ ადამიანებს ნამდვილ ანომალიად მიიჩნევდა. ვეიები ამ ქვეყნად იმისთვის მოდის, რომ მას ჰარმონია მოუტანოს, ადამიანებს კი კომპრომისზე წასვლისა და მოლაპარაკების უნარი. თქვენ ხართ ადამიანი ბალანსი, ინტელექტი და იშვიათი იღბლის მქონე. თუ სამყაროში არსებობს რაიმე, რაც გძულთ - ეს ნეგატივია. სადაც არ უნდა იყოთ, თქვენი თანამგზავრი ყოველთვისაა წარმატება და იღბალი.

პოპი: 26 ივლისი - 14 აგვისტო

თქვენც ლიდერი ხართ. თქვენი განსაკუთრებულობა - გრანდიოზული მასშტაბების მიმართ სწრაფვაა. თქვენი მიღწევები არასდროს გაკმაყოფილებდათ. თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ თუ რაიმე ექსტრაორდინალურ საქმეს აკეთებთ.

ვუ: 15 აგვისტო - 3 სექტემბერი

ეს ადამიანები ძალინ ჰგვანან ჩენის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. თქვენი დრო - ღამეა, მთავარი ღირსება - სიბრძნე. მაგრამ ამასთან ენერგიის მიღება მზისგანაც შეგიძლიათ. ამ წინააღმდეგობებშია - მთელი თქვენი დანიშნულება და საიდუმლო.

სიპი: 4 – 23 სექტემბერი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები განთქმული არიან სულგრძელობითა და მადლიერების გრძნობით. თქვენი ძალა - პატიოსნებასა და სამართლიანობაშია. თქვენი საყვარელი ადგილი - ტყეა, ტოტემური ცხოველი - ირემი. ისინი ცხოვრებაში ხშირად აღწევენ დიდი წარმატებას და გარშემომყოფებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.

სოტცი: 24 სექტემბერი - 13 ოქტომბერი

ამ ნიშნის ადამიანებს ორი ტოტემური ცხოველი ჰყავთ - ღამურა და თევზი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან სწრაფად ადაპტირდებით და ამასთან არავითარ დისკომფორტს არ გრძნობთ. თავს ყველაზე კარგად - ჰაერსა და წყალში გრძნობთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში - ყოველთვის მშვიდად და კომფორტულად იქნებით. მთელი საიდუმლო კი ცხოვრების მიმართ "მარტივად" მიდგომაშია. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ, გარშემომყოფებს თქვენი შეშურდებათ და შანსს ხელიდან არ გაუშვენებ, რომ ბედი გაგიმრუდოთ.

სეკი: 14 ოქტომბერი - 2 ნოემბერი

ამ ადამიანებში ციური ხიბლი და მთელი სამყაროს სილამაზე ერთიანდება. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ასე ეფექტურად გადაჭრათ პრობლემები. თქვენი პარტნიორებისა და კოლეგებისთვის ნამდვილი საჩუქარი ხართ. ყოველთვის იცით როგორ მოიქცეთ, საით გასწიოთ და რა დროს რით უნდა დაკავდეთ.

კსული: 3 – 22 ნოემბერი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სამყაროსთან განსაკუთრებული სულიერებით არიან დაკავშირებული. თქვენი ტოტემი - ძაღლია, ამიტომ სხვებისთვის ერთგულებისა და მეგობრობის სიმბოლო ხართ. ძალიან ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, მთავარი ღირებულება კი - ოჯახია.

იაკსკინი: 23 ნოემბერი - 12 დეკემბერი

ეს ადამიანები მზის ღმერთის ახ კინას პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნეოდნენ. თქვენი მიზანი და მოწოდება - სხვების დახმარებაა, მათი დაცვა წყვდიადისა და ავადმყოფობებისგან.

სწორედ ამიტომ ბუნებით მკურნალს გიწოდებენ. თქვენთან გულის გადასაყოლებლად ხშირად მოდიან. თქვენი ერთადერთი ნაკლი - გადწყვეტილების რთულად მიღებაა.

მოლი: 13 დეკემბერი - 1 იანვარი


ამ ადამიანებს სხვებისთვის ბედნიერება და წყალობა მოაქვთ.
ისეთი ადამიანებისგან, როგორებიც თქვენ ხართ, ხშირ შემთხვევაში ძლიერი სულიერი ლიდერები გამოდიან.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS