სიცოცხლე თუ სიკვდილი წამიერად შეიძლება მოვიდეს. ერთ მომენტს შესწევს ძალა კარდინალურად შეცვალოს მთელი ცხოვრება - მოგიტანთ ზღვა სიხარულს ან ფერფლად აქცევს ყველაფერს. ხდება ისეც, რომ თავად ვანგრევთ საკუთარ ბედნიერებას სიჯიუტით ან სურვილით, თავი მოვაჩვენოთ ისეთებად, როგორებიც არ ვართ.
წარსული - ტვირთია, რომელიც გამუდმებით ჭამს სულს, სინდისი წლებთან ერთად მცირდება, "და უბრალოდ დინებას მიჰყვე" დროსთან ერთად რატომღაც მარტივდება.
"ფერფლიდან აღდგომა" - ახალ ცხოვრებას გჩუქნით, მთავარია არ შეგეშინდეთ რისკის.
რა
სად უნდა ეძებოთ ბედნიერება? რა არის მარცხის მიზეზი?
პასუხებს აქ იპოვით:
1. უმჯობესია ინანო, რაც გააკეთე, ვიდრე ინანო რაც არ გააკეთე.
მინდა სიმართლე ვიცოდე და მისი არ მეშინია. შემიძლია გავრისკო და ამას არ ვინანებ. არ უნდა გეშინოდეს საკუთარი სურვილებისა და გრძნობების. ნუ დამალავ სულს. ტყუილსა და შიშს ძალა არ აქვს. მხოლოდ გამბედაობა და სწრაფვა მიგიყვანთ ჭეშმარიტებამდე. ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმა, ნუ გაექცევით სიმართლეს და ისიამოვნეთ მიღებული გამოცდილებით. ნებისმიერი ფიზიკური ტკივილი დროსთან ერთად გაივლის, სულიერი ტკივილი კი არასდროს.
2. საკმარისად გიყვარდათ?
უკან მოხედვისას ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება, რამდენად შეეცადა და შეძლო თუ არა, თუნდაც მცირედით შეემსუბუქებინა ახლობლებისთვის ცხოვრება. რამდენად გეყოთ სულიერი ძალა, რომ საყვარელი ადამიანებისთვის დადებითი მუხტი და სითბო მიგენიჭებინათ. სიყვარული არ შეიძლება იყოს სწორი თუ არასწორი. ჩვენ, გრძნობებს საკუთარი შინაგანი შეგრძნებების თანხმობით გამოვხატავთ.
მხოლოდ მაშინ მიხვდებით რამდენად ეცადეთ ან "დაზარდით", რომ კარგი ურთიერთობები აგეგოთ. სიყვარულს ვერ უწოდებ ზედმეტად ძლიერს, ყველა სულს საკუთარი საზღვრები და შესაძლებლობები აქვს. უნდა მიიღოთ მზრუნველობა და გასცეთ ორმაგად. გაუცემელი გრძნობები კი სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ.
3. რამდენად ადვილად თქვით უარი, რაც არ გჭირდებოდათ და რამდენად ადვილად იცხოვრეთ?
დეპრესია და დრამები, ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცა. ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ გადაეჩვია ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას. იშვიათად ერთობით საყვარელ ადამიანთან ერთად ან გადაეჩვიეთ უბრალოდ გიხაროდეთ შაბათი დილა, ადამიანებები ვეღარ ხედავენ სიხარულს თბილ წვიმაში, მხოლოდ თოვლი და ახალი წლის მოსვლა თუ გაახარებთ.
იმდენად დამწუხრებული ხართ ორდინალური და არარსებული ცხოვრებით, რომ ყველაზე მთავარს ვეღარ ამჩნევთ. ოჯახი და ახლობლები - აი, ეს არის თქვენი მთავარი კურსი, დასვენება და სიამოვნება - ეს არის მიზანი, შინაგანი ბალანსი და გარე სამყაროსთან ჰარმონიული დამოკიდებულება - ეს არის თქვენი მისია.
ნუ ეძებთ დრამებს იქ, სადაც არ არის.
ნაკლებად განიხილეთ წვრილმანი შეცდომები, მეტად ისიამოვნეთ წვრილმანი მოულოდნელობებით.
პენი ლეინი