17 თებერვალი, 2016
13 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს
შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც ძალისხმევის გარეშე მშვენივრად გამოიყურებიან? დიახ! რაშია მათი საიდუმლო? ნაწილობრივ გენეტიკაში, ნაწილობრივ სპეციალურ პროცედურებში, კვებაში, ნაწილობრივ კი, მავნე ჩვევების არქონაში, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

1. ზედმეტად ბევრ საქმეს იღებთ საკუთარ თავზე
Rating
საქმეების ურიცხვი ჩამონათვალი დამთრგუნველია. თქვენ ცდილობთ, ყველაფერი შეასრულოთ, რაც კი დაგეგმეთ და თუ ვერ ასწრებთ, ნერვიულობთ და ისტრესებით. არაფერი დაშავდება, თუ საქმეების ნაწილს ხვალისთვის გადაიტანთ.

2. უარს არ ამბობთ დესერტებზე

ცნობილია, რომ შაქარი ზედმეტ კილოგრამებს მატებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჯანდაცვის სფეროს
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ შაქარი ნაადრევ სიბერეს იწვევს. იგი ავნებს კანს, აშრობს კოლაგენსა და ელასტინს. შედეგად ვიღებთ მშრალ, ნაოჭებისკენ მიდრეკილ კანს.

3. დღე-ღამეში 5 საათზე ნაკლები გძინავთ

უძილობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ექიმებმა დიდი ხანია ჯანსაღი ძილის ნორმა დააწესეს - არანაკლებ 7-8 საათისა. შეამოწმეთ, თუ გაქვთ უძილობის სიმპტომები: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, ენერგიის უქონლობა, წონაში მატებაც შეიძლება უძილობის შედეგი გახდეს.

4. დიდხანს ატარებთ ტელევიზორთან
Rating
კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორთან გატარებული თითო საათი სიცოცხლის ხანგრძლივობას 22 წუთით ამცირებს. ვინც დღეში 6 საათის მანძილზე უყურებს ტელევიზორს, საშუალოდ, 5 წელზე ნაკლებ ხანს ცხოვრობს, ვიდრე, ვინც ტელევიზორს არ უყურებს.

5. დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ

უმოქმედო ცხოვრების წესის საშიში შედეგები ცნობილია: ადამიანები, ვინც სამსახურის სავარძელზე ატარებენ დიდ დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჭარბწონიანობის რისკის ქვეშ იმყოფებიან. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

6. არ იყენებთ კრემს თვალების ირგვლივ
Rating
კანი თვალების ირგვლივ გაცილებით თხელია და ასაკს სწორედ ის გასცემს. არ დაგავიწყდეთ ამ ადგილის რეგულარული მოვლა და შეარჩიეთ რეტიონოიდის შემცველი კრემები.

7. იყენებთ მზისგან დამცავ კრემებს მხოლოდ შვებულების დროს
ნაადრევი სიბერის უპირველესი მიზეზი ულტრაიისფერი დასხივებაა. გზა სამსახურამდე, სეირნობა ბავშვებთან, მგზავრობა ავტომობილით - ეს ყოველდღიური საქმიანობა მეტ ზიანს აყენებს კანს, ვიდრე მთელი
დღე პლაჟზე გატარება. ნუ დაგავიწყდებათ კანის დაცვა, წაისვით დამცავი კრემი ნებისმიერ ამინდში, თუ გარეთ გასვლას აპირებთ. იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS