თეთრი - სისუფთავისა და სრულყოფილების სიმბოლოა. უმეტეს შემთხვევაში მას ირჩევს მოწესრიგებული, სუფთა და გულწრფელი ადამიანი.
შავი - ამერიკელი ფსიქოლოგი ბერნარდო ტირადო ამბობს, რომ შავს მისტიკური ადამიანები ირჩევენ. შინაგანად არ არიან მარტივი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში დისტანციას იჭერენ. გარდა ამისა, ისინი ელეგანტურები არიან და კარგი
ლურჯი - თუ ლურჯი შენი საყვარელი ფერია, ე.ი. ურთიერთობაში შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰარმონიაა. ლურჯი ერთგულ ადამიანებს უყვართ. სამწუხაროდ სტერეოტიპებისგან გაქცევა უჭირთ, თუმცა ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და საკუთარ ენასაც უფრთხილდებიან.
მწვანე - ფსიქოლოგების თქმით, ვინც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, ძალიან აქტიურები და კომუნიკაბელურები არიან. ცვლილებებს ადვილად ეგუებიან და იშვიათად აქვთ ფულის პრობლემები. მოქმედებენ ყოველთვის ლოგიკურად და დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ.
ნარინჯისფერი - ეს ფრანკ სინატრას საყვარელი ფერი იყო. მომღერალს მიაჩნდა, რომ ნარინჯისფერი "ბედნიერი" ფერია და რაღაც მხრივ მართალიც იყო. ფსიქოლოგი ბეთი ვუდი ამბობს, რომ ამ ფერს მხიარული და აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანები ირჩევენ. ხანდახან უყვართ დრამატიზებაც, მაგრამ ეს ყოველთვის ნაკლი როდია. აღმერთებენ ყურადღების ცენტრში ყოფნას.
ვარდისფერი - ამ ფერს უმრავლეს შემთხვევაში ქალები ირჩევენ, რომლებსაც ნაზი და რბილი ხასიათი აქვთ. ურთიერთობაში მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ. ვარდისფერის მოყვარულები ყველაზე ხშირად არიან კარგი და მზრუნველი მშობლები.
იისფერი - თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ეს თქვენი ფერია. ეს ფერი ასევე მეტყველებს ამბიციურობაზე და არ სურთ ვინმეს დაემორჩილონ. იისფერის მოყვარულები კარგი მეგობრები არიან და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაეყდნოთ.
ყავისფერი - ამ ფერს იშვიათად ირჩევენ, მაგრამ ვისაც ის უყვარს, შრომისმოყვარე, მომთმენი ადამიანები არიან და აქვთ შესანიშნავი იუმორის გრძნობა.
წითელი - ვნებიანი პიროვნებები, რომლებსაც უყვართ თავგადასავლები. ფეთქებადი ხასიათი აქვთ, თუმცა წყენა მალე გასდით. წითელი ფერის მოყვარულებთან არასდროს მოიწყენთ, ყოველთვის მიზნისკენ ისწრაფვიან და ოცნებებს რეალობად აქცევენ.
ნაცრისფერი - "დაცვა" და "საიმედოობა" - ეს სიტყვები შენზეა თუ ნაცრისფერი გიყვარს. მათ არ უყვართ კამათი. უყვართ გამარტოვება და საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას არასდროს იწყენ.
ყვითელი - ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ამ ფერის მოყვარულებს ფართო მსოფლმხედველობა და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. ხშირად პერფექციონისტები არიან და უყვართ, როცა ყველაფერი თავის ადგილზეა. იუმორის გრძნობა - რაც ამ ადამიანებს ხალხის ნაკადიდან გამოარჩევს. ისინი ძალიან ორიგინალურები არიან.
როცა ადამიანს რამდენიმე ფერი უყვარს, ის სხვადასხვაგვარია და სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება. ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
პენი ლეინი