იყო და არა იყო რა. იყო ერთი მოხუცი სამურაი. მას მოსწავლეების ჯგუფი ჰყავდა, რომელთაც სიბრძნესა და საბრძოლო უნარებს ასწავლიდა.
ერთხელ, მეცადინეობისას მასთან ახალგაზრდა მებრძოლი მივიდა, რომელიც ფიცხი ხასიათითა და სისასტიკით იყო ცნობილი.
მისი საყვარელი ტაქტიკა პროვოკაციული ილეთი გახლდათ: ის მოწინააღმდეგეს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც მწყობრიდან გამოჰყავდა და გამოწვევას იღებდა, მაგრამ გაბრაზებული, ერთი შეცდომიდან მეორეს უშვებდა და საბოლოოდ ბრძოლას აგებდა.
ასე მოხდა ამჯერადაც: მებრძოლმა სამურაის
მოსწავლეები პროცესს ყურადღებითა და დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ. მეომრის წასვლისას, ერთ-ერთმა მათგანმა თავი ვერ შეიკავა და იკითხა:
- მასწავლებელო, რატომ ითმენდით მის თავდასხმებს? ბრძოლაში უნდა გამოგეწვიათ.
ბრძენმა სამურაიმ უპასუხა:
- როცა საჩუქარს მოგიტანენ და თქვენ მას არ მიიღებთ, ვის ეკუთვნის ის?
- მის წინა მფლობელს - უპასუხეს მოსწავლეებმა.
- იგივე ეხება შურს, სიძულვილსა და შეურაცხყოფას. მანამ, ვიდრე მათ არ მიიღებ, ისინი ეკუთვნის მას, ვინც მოიტანა.
პენი ლეინი