16 თებერვალი, 2016
"ოქროს რძე" - სასმელი , ჯადოსნური სასმელი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
"ოქროს რძე" იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ შეგიძლიათ ყოველ საღამოს მიირთვათ. ამ ჯადოსნური სასმლის მთავარი ინგრედიენტი კურკუმაა. მისი ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება იმდენად ძლიერია, რომ კიბოს უჯრედებსაც კი ებრძვის. ძალიან ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. აი, მცირე ჩამონათვალი, რით არის სასარგებლო "ოქროს რძე":

აქვს ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ამაღლებს იმუნიტეტს.

აქვს ანტიკანცეროგენური მოქმედება.

არეგულირებს ქოლესტერინს.

ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას.

აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და დეტოქსიკაციის პროცესს.

აწესრიგებს წონას და ნივთიერებათა ცვლას.

ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური წნევის შენარჩუნებას.

აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის
ტვინის მუშაობას.

ხელს უწყობს კანისა და ნევროპათოლოგიური დაავადებების მკურნალობას.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო სასმელი:

ჯერ უნდა მოვამზადოთ კურკუმის პასტა: მეოთხედ ჭიქა კურკუმის ფხვნილს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა და ნახევარი ჭიქა გაფილტრული წყალი, კარგად აურიეთ და ცოტა ხანს დაბალ ცეცხლზე ადუღეთ ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ. მიღებული მასა შეგიძლიათ გადაიტანოთ ქილაში და მაცივარში შეინახოთ. ასე რომ, სამკურნალო სასმლისთვის ყოველ ჯერზე ახალი პასტის მომზადება არ დაგჭირდებათ.
"ოქროს რძე":

1 ფინჯანი ნუშის რძე (ქოქოსის რძეც კარგია).

1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.

მეოთხედი ჩაის კოვზი ან ოდნავ მეტი კურკუმის პასტა, რომელიც უკვე მომზადებული გექნებათ.

თაფლი.

მომზადების წესი: თაფლის გარდა, ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და გააცხელეთ, ოღონდ არ აადუღოთ. გადმოდგით და დაამტეთ ცოტაოდენი ცივი რძე და თაფლი გემოვნების მიხედვით. თაფლის ადუღება არ შეიძლება, რადგან ის თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ტსუტსი
ტამარ დზალიან გტხოვტ იკნებ მომტეროტ დოზები და როგორ მზადდებაა. ტინასტარ მადლობაა
22:25 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
ეს სასმელი მარტლას სასარგბლოაა ინდოეტში იმუნიტეტის ასამაღლებლად და წნევის დასარეგულირებლად იყენებენ დღესაც კი. ერტი შესწორება მინდა შევიტანო რძე შეიდლება იყოსს დზროხისს ცოტა შემტბარი უკეტსად დასალევია ყტაპლი ტუ არ გაქვტ შაქარიტ სეცვალეტ ეს უბრაოდ სიტკბო რომ მიეცეს ტორემ კურკუმას წამალივიტ სიმწარე გაჰკრავს. ეს სასმელი სახსრებისტვისაც გამაყუჩებელივიტ რეაგირებს რევმატიზმებისტვის შვების მიმცემი იქნება საკუტარ ტავზე გამოვცადე ინდოელი მეგობრის რჩევიტ და არ ვნანობ პირიქიტ . ტავიდან ეჭვისტვალიტ ვუყურებდი მაგრამ კმაყოპილი დავრჩი.
00:40 / 19-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS