იზრუნეთ მონიტორზე
თუ კომპიუტერთან ჯდომისას გამუდმებით იხრებით ან თავს მაღლა სწევთ, ასე კისრის კუნთებით სისხლძარღვებს აწვებით და ზეწოლას განიცდის. თქვენს ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი, ადვილად იღლებით და გეფანტებათ ყურადღება. სამუშაო დღის ბოლოს თავის ტკივილებიც, შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით იყოს გამოწვეული.
დალიეთ წყალი

ორგანიზმში სითხის ნაკლებობა შეუმჩნეველია, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით ხდება თვალების გამოშრობა და საბოლოოდ თავის ტკივილები მოჰყვება. არასაკმარისი წყლის გამო სისხლი სქელდება და ტვინისთვის ჰაერის მიწოდება უჭირს.
შეისვენეთ

ყოველ საათში აუცილებელია მოშორდეთ კომპიუტერს, ადგეთ და შეისვენოთ. ხერხემალი, წელი და ვენები ფეხებზე, მადლობას გეტყვით.
იარეთ ფეხით
თუ მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობთ, დაივიწყეთ ლიფტი. ფეხით ასვლა, მე-12-ე სართულზეც კი სასარგებლოა.
მასაჟი პირდაპირ სამუშაო მაგიდასთან
სავარძლიდან ადგომა არც გჭირდებათ. უბრალოდ იტრიალეთ მბრუნავი სკამით მაქსიმალურად, დაგეხმარებათ აუცილებელი მოძრაობების გაკეთებაში, რაც უმოძრაობისას გაკლიათ.
გაზარდეთ შრიფტი
თავს ნუ დაიტანჯავთ! გაზარდეთ შრიფტი და იკითხეთ ტექსტები იმ ზომით, რომელიც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამუდმებული დაძაბულობა თავის ტკივილებამდე მიგიყვანთ.
დაახამხამეთ
კუმპიუტერთან მუშაობისას, თვალის დახამხამების სიხშირე სამჯერ მცირდება, რაც თვალის სიმშრალეს იწვევს. დაახამხამეთ თვალები ხშირად და გახსოვდეთ, ყოველ 20 წუთში უნდა გაიხედოთ რაც შეიძლება შორს და შეაჩეროთ მზერა მინიმუმ 20 წამს.
დაასვენეთ თვალები
ნუ ჩაეფლობით ტელეფონში სადილობისას ან სამუშაოს დასრულებისთანავე. ნუ დაჯდებით ფილმის საყურებლად სამუშაოს შემდეგ და საერთოდაც ჩვევად გაიხადეთ - სამსახურის შემდეგ, საათზე ნაკლები დრო გაატარეთ ელექტრონულ მოწყობილობებთან.
პენი ლეინი