16 თებერვალი, 2016
ქალის ფიგურა, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან
სპეციალისტებმა გამოავლინეს ქალის ფიგურის ექვსი ახალი ტიპი.

ადრე ქალები სხვანაირები იყვნენ - ეს უბრალო შთაბეჭდილება არ არის, სამედიცინო ფაქტია. ეს არც სუსტი სქესის მოყვარული გამოცდილი მამაკაცების აზრია, ამაზე ლაპარაკობენ სპეციალისტები, რომლებიც ათეული წლებია ტანსაცმლის წარმოების სფეროში მუშაობენ. ეს ის სფეროა, რომელიც ტანსაცმლის მასობრივი ხაზის შესაქმნელად ყველაზე გულმოდგინედ სწავლობს სხეულის, ფიგურის ტიპს. იქმნება სპეციალური თარგი და იკერება სერიული წარმოების ტანსაცმელი. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შექმნილი თარგი უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ქალების აღნაგობას.

სპეციალისტებმა ახალი მასობრივი გაზომვები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ქალებს წელი უფრო აუმაღლდათ, მაგრამ იმავდროულად წელის გარშემოწერილობას რამდენიმე სანტიმეტრი მოემატა, ხელები და ფეხები დაუგრძელდათ, მკერდი გაეზარდათ და მხრებიც უფრო ფართო გაუხდათ. თუმცა საერთო სურათი ბევრად მრავალფეროვანია. მიუხედავად ამისა, მაინც გამოარჩიეს ექვსი ტიპი:

მუსკატის ჯიშის გოგრა
Rating
დამახასიათებელი ნიშნები: მკვეთრად გამოკვეთილი წელის ხაზი, ბიუსტი და თეძოები თითქმის ერთი ზომის.
დაახლოებით ასეთ ფორმას, მეტისმეტად ვიწრო წელის გამო, ადრე "ქვიშის საათს" უწოდებდნენ. ამ ტიპის ქალებს შორის შეიძლება დავასახელოთ მერილინ მონრო, სოფი ლორენი, ლუდმილა გურჩენკო.

თანამედროვე ქალები წელის მომატებული გარშემოწერილობის გამო ნამდვილი "ქვიშის საათის" მოთხოვნებს სულ უფრო ნაკლებად აკმაყოფილებენ, თუმცა თვალში საცემ მკერდსა და თეძოებს ინარჩუნებენ.

ბროკოლი
Rating
დამახასიათებელი ნიშნები: ბიუსტი მაშინვე თვალში გეცემათ, რადგან თეძოებზე ბევრად დიდი ზომისაა. წელის ხაზი თითქმის არ იკვეთება. ფეხები შეიძლება გრძელიც იყოს და მოკლეც. ბუნებრივად ასეთი ტიპი იშვიათია, მაგრამ პლასტიკური ქირურგები თავს არ ზოგავენ მათ გასამრავლებლად.

ტიპური წარმომადგენელია ანჯელინა ჯოლი.

სტაფილო
Rating
დამახასიათებელი ნიშნები: ასეთი ტიპის ქალებს წელის ხაზი თითქმის საერთოდ არ აქვთ. თეძოებსა და მკერდის არეს შორის განსხვავება 13 სანტიმეტრს არ აღემატება. როგორც წესი, მოდელებს სწორედ "სტაფილოებიდან" არჩევენ.
ტიპური წარმომადგენლები - ნიკოლ კიდმანი, იულია კოვალჩუკი (ფოტოზე).

მსხალი
Rating
დამახასიათებელი ნიშნები: ვიწრო მხრები, არცთუ დიდი მკერდი. თეძოები და საჯდომი კი - მასიური. ასეთებზე ამბობენ - "ქალური ფიგურა..." , მომაჯადოებელი.

ტიპური წარმომადგენელი - ჯენიფერ ლოპესი.

ბადრიჯანი
Rating
დამახასიათებელი ნიშნები: იგივე "მსხალია", ოღონდ ქვედა ნაწილი ცოტა გაწელილია და წელიც უფრო ფართოა.
ტიპური წარმომადგენლები - ადელი, ლოლიტა მილიავსკაია (ფოტოზე).

ვაშლი
Rating
დამახასიათებელი ნიშნები: დამახასიათებელი დეტალია მუცელი, რომელიც წელის არეში მკერდსა და თეძოებზე უფრო დიდი ჩანს. "ვაშლის" ტიპის შეიძლება იყოს როგორც გამხდარი, ისე მსუქანი ქალი.

ტიპური წარმომადგენლები - კეიტ უინსლეტი, მომღერალი ჟასმინი, ანფისა ჩეხოვა (ფოტოზე).

როგორ რეაგირებენ მთელ ამ "ხილ-ბოსტნეულ" მრავალფეროვნებაზე მამაკაცები? სპეციალისტებმა ჩაატარეს ცდა: რამდენიმე ათეული მამაკაცი დასვეს კომპიუტერებთან და შესთავაზეს საკუთარი გემოვნებისა და სურვილისამებრ "შეესწორებინათ" მონიტორზე გამოსახული ქალის ფიგურები. თითქმის ყველა "საბოლოო" ვარიანტში გამოიკვეთა ვიწრო წელი - დაახლოებით ისეტი ტიპი როგორიცაა "მუსკატის ჯიშის გოგრა", რომელმაც პოპულარული "ქვიშის საათი" ჩაანაცვლა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ამბობენ, მამაკაცები ქალის სილამაზეს "დანაწევრებულად" აღიქვამენ: ზოგის ფეხები მოსწონთ, ზოგის თვალები, ზოგის მკერდი და ასე შემდეგ. ამიტომაც შეიძლება სულ სხვა ტიპის წარმომადგენელმა ქალებმა ბევრჯერ აჯობონ "... გოგრებს".

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS