15 თებერვალი, 2016
იაპონური სიბრძნე - ''გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია, დანარჩენი ბედს მიანდე''
1. გზა დაუთმე სულელებსა და შეშლილებს.

2. წამსვლელს ნუ შეაჩერებ, მომსვლელს ნუ გააგდებ.

3. უმჯობესია კარგი ადამიანის მტერი იყო, ვიდრე ცუდი ადამიანის მეგობარი.

4. ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე დიდება არ არსებობს.

5. ვინც მაღლა ასვლას ძალიან ისწრაფვის, კიბეს ის იგონებს.

6. ცოლი და ქმარი ხელსა და თვალს უნდა ჰგავდეს: როცა ხელს ტკივა- თვალები ტირიან,
როცა თვალები ტირიან - ხელები ცრემლებს წმედს.

7. მზე მართლებს ვერ არჩევს. მზე ცუდს ვერ არჩევს. მზე უმიზნოდ ანათებს ადამიანების გასათბობად. ვინც საკუთარ თავს იპოვის მზეს
ჰგავს.

8. შორი გზაც ახლო გზიდან იწყება.

9. ვინც სვამს, ღვინის საფრთხეზე არაფერი იცის. ვინც არ სვამს, მისი სარგებელი არ იცის.

10. მაშინაც კი, თუ ხმალი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაგჭირდებათ, ყოველთვის უნდა
ატაროთ.

11. ლამაზ ყვავილს კარგი ნაყოფი არ მოაქვს.

12. მწუხარება დახეულ კაბას ჰგავს, სახლში უნდა დატოვო.

13. როცა სიყვარულია, ჩუტყვავილას კვალიც ისეთივე ლამაზია, როგორც ღრმულები
ლოყაზე.

14. ერთ კეთილ სიტყვას, ზამთრის სამი თვის გათბობა შეუძლია.

15. როცა ტოტს ხატავ, ქარის სუნთქვა უნდა გესმოდეს.

16. შვიდჯერ შეამოწმე, ვიდრე ადამიანში ეჭვს შეიტან.

17. გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია, დანარჩენი ბედს მიანდე.

18. ზედმეტი პატიოსნება სისულელეს უთანაბრდება.

19. სახლში, სადაც იცინიან, ბედნიერება მოდის.

20. ასეც ხდება - ფოთოლი იძირება, ქვა კი ტივტივებს.

21. გაღიმებული სახე ისარს არ უშვებს.

22. ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი მოსათმენია, ცივი გამოხედვა და ცივი სიტყვები - აუტანელია.

23. ათი წლის ასაკში - სასწაული, ოცი წლის - გენიოსი, ოცდაათი წლის შემდეგ -
ჩვეულებრივი ადამიანი.

24. ფიქრისას - გადაწყვიტე, გადაწყვეტილებისას - არ იფიქრო.

25. სრულყოფილი ლარნაკი ცუდი ოსტატის ხელებს არასდროს გამოსვლია.

26.
ღრმა მდინარეები უხმოდ მიედინება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS