ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, ასევე განსაკუთრებულად მიულოცოთ შეყვარებულთა დღე თქვენს მეორე ნახევარს.
აი, რამდენიმე იდეა:
მოიგონეთ კომპლიმენტები, რამდენსაც შეძლებთ დაწერეთ ისინი სტიკერებზე და მიაკარით ყველგან – საძინებელში, სამზარეულოში, აბაზანაში. დარწმუნებული იყავით, თქვენს მეორე ნახევარს ძალიან მოეწონება დღის ასეთი დასაწყისი და დაგიფასებთ.
შეარჩიეთ თილისმა
შეარჩიეთ თილისმა, რომლის შესახებაც მხოლოდ თქვენ ორს გეცოდინებათ. ეს შეიძლება იყოს ერთნაირი ბეჭდები, ფინჯნები, მაჯის საათები, ნებისმიერი
მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი იქ, სადაც პირველი პაემანი გქონდათ.
ისე, რაც უფრო უცნაური იქნება ეს ადგილი, მით უფრო საინტერესო იქნება შეხვედრა.
თუ იმ ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებთ, მაშინ გაიხსენეთ, რა ვითარებაში ჩაიარა პირველმა პაემანმა და გაიმეორეთ ყველაფერი რესტორანში ან შინ გამართულ ვახშამზე. პირველ შეხვედრას ხომ ყოველთვის ახლავს განსაკუთრებული სიტუაციები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდებათ.
შეუკვეთეთ თქვენი სახელებით დამშვენებული ტორტი
ერთი შეხედვით, წვრილმანია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იქნება, მით უმეტეს, თუ საკუთარი ხელით გამოაცხობთ, თუმცა თქვენს მეორე ნახევარს ნებისმიერ შემთხვევაში გაახარებს.
ერთად მოამზადეთ სადილი
ეს ძალიან სახალისო იქნება, შეგიძლიათ შეეჯიბროთ კიდეც ერთმანეთს. აგრძნობინეთ, რომ მოგწონთ მასთან ერთად საოჯახო საქმეების კეთება.
იცეკვეთ ტანგო
თუ არ იცით, ისწავლეთ. სამოყვარულო კურსები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. არაფერი არ აახლოვებს წეევილს ისე, როგორც ტანგო. სცადეთ და თავად დარწმუნდებით.
ორიგინალური მოკითხვა
გაუგზავნეთ ორიგინალური მოკითხვა. თუ საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ პირადად მოიკითხოთ ტელევიზიით ან რადიოთი, ან, უბრალოდ, შეგიძლიათ მუსიკალურ რადიოარხზე მისი საყვარელი სიმღერა შეუკვეთოთ.
გააკეთეთ ლამაზი პოსტერი, სასიყვარულო აღიარებით
შეარჩიეთ ერთად გადაღებული ფოტოები, გაიხსენეთ ფრაზები, რომლებიც მხოლოდ თქვენ ორისთვისაა მნიშვნელოვანი, გააკეთეთ ლამაზი პოსტერი და გააკარით შესასვლელ კარზე.
შეუკვეთეთ მასაჟი ორისთვის
შეგიძლიათ სპასალონს ესტუმროთ ან მასაჟისტები შინ მიიწვიოთ. კარგი იქნება, თუ თავად გაივლით მასტერკლასს და თქვენს საყვარელ მეორე ნახევარს სიურპრიზს მოუწყობთ.
ახალი თეთრეული
შეიძინეთ ახალი თეთრეული საძინებლისთვის. კარგი იქნება, თუ რაიმე განსაკუთრებულს შეარჩევთ - მაგალითად, აბრეშუმისას, სრულიად შავს ან ფურჩალებიანს.
მოულოდნელი პატარა სიურპრიზები
წარმოიდგინეთ, როგორ ღიმილს მოგვრის თყვენს საყვარელ ადამიანს პატარა სიურპრიზები, რომლებსაც დღესასწაულის შემდეგ მოულოდნელად საკუთარ საფულეში, თეთრეულში ან ფეხსაცმელში აღმოაჩენს?
ჩაწერეთ მისი საყვარელი სიმღერა თქვენი შესრულებით
თუ სტუდიაში ჩაწერის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ ამისთვის საკუთარი კომპიუტერი გამოიყენოთ და რომანტიკული ვახშმის დროს „შემთხვევით“ მოასმენინოთ.
ფილმი ერთობლივ ცხოვრებაზე
შეგიძლიათ თქვენს ერთობლივ ცხოვრებაზე ფილმი გადაიღოთ. შეარჩიეთ ბავშვობის დროინდელი, ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, ფონად გამოიყენეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მუსიკა. თუ თავად არ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება, სპეციალისტს შეუკვეთეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, ამ ფილმს მხოლოდ თქვენ ორმა უნდა უყუროთ, დივანზე ან საძინებელში მყუდროდ მოკალათებულებმა.
გზავნილი მომავალში
დასხედით ერთად და დაწერეთ გზავნილი მომავალში. გაამხილეთ მასში თქვენი ოცნებები, გეგმები, სურვილები, რის შეცვლას ისურვებდით. წერილი ყველაზე საიმედო მეგობრებს ჩააბარეთ და დათქვით თარიღი, როცა ის ავტორებს უნდა დაუბრუნონ. თუმცა შეგიძლიათ სახლშიც შეინახოთ.
წლების შემდეგ იმ დღის გახსენება, როცა ამ წერილს წერდით, სიამოვნებას მოგგვრით.
სოფიო ბულაური