13 თებერვალი, 2016
შეიტყვეთ თქვენს შესახებ კიდევ უფრო მეტი თქვენი დაბადების ბოლო რიცხვის მიხედვით
მიიჩნევა, რომ თქვენი დაბადების წელი შემთხვევითი თარიღი არ არის და ბოლო ციფრს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. მას ძირითადი სტიქიიდან ერთ-ერთი მფარველობს. თქვენს სტიქიას კი თქვენს ბედისწერაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

1. მიწა (დაბადების წლის ბოლო ციფრი - 8-9)
w1
მიწის სტიქიის ადამიანები საიმედო და მომთმენი ხალხია. მიწის ძალა მათ ახლო ადამიანების მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით აჯილდოვებს. ბევრი ამბიცია აქვთ, მაგრამ ამასთან იდეალისტებიც არიან.

აქვთ ინტუიციის გრძნობა, აფასებენ ეთიკასა და დისციპლინას, აქვთ საკუთარი ცოდნის გამოყენების უნარი, ეხერხებათ ფულთან ურთიერთობა. ემოციურად
თავშეკავებულები არიან, თუმცა სჭირდებათ, რომ ისინი სხვებს უყვარდეს.
ხანდახან სისასტიკესა და სიჯიუტეს იჩენენ. ყველაფრის კონტროლი სურთ.

მათი ფერი - ყვითელია.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვთ მომნელებელ სისტემასთან, ასევე ელენთისა და კუჭის.

2. ცეცხლი ( დაბადების ბოლო ციფრი - 6 – 7)
w2
ცეცხლის სტიქიის ადამიანებს თავგადასავლები იზიდავთ. ძალიან ენერგიული და აქტიური პიროვნებები არიან, უყვართ კონკურენცია და მოგება.
როგორც წესი ძალიან მომხიბვლელები და მიმზიდველები არიან. არ უყვართ მარტოობა. ახასიათებთ მაღალი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა, ჭკვიანები და მეგობრულები არიან. აქვთ მტკიცე ხასიათი.

ცეცხლის ადამინების ფერია - წითელი.

აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. რეკომენდებულია მოერიდონ ზედმეტ სიცხეს და თავი შეიკავონ ზედმეტი ემოციურობისგან.

3. ხე ( დაბადების ბოლო ციფრი - 4- 5)
w3
ხის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები გულუხვები არიან. მტკიცედ იცავენ საკუთარ ეთნიკურ წარმომავლობას, უყვართ სამყაროს შეცნობა და ინფორმაციის გაანალიზება. არიან არტისტულები, კრეატიულები, შრომისმოყვარეები და მიაჩნიათ, რომ შრომა საკუთარი ძალების გამოყენების საუკეთესო საშუალებაა. ყოველთვის კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანია. ერთგული მეგობრები არიან და არა ეგოისტები.
ხის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანების ფერი - მწვანეა.
აქვთ ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის პრობლემები.

4. წყალი (დაბადების წლის ბოლო ციფრი - 2 -3 )
w4
წყლის ადამიანები მიმზიდველები და გამომწვევები არიან. შეუძლიათ თანაგრძნობა. ამასთან ჭკვიანები და კრეატიულები არიან.
წყლის მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს წარმოსახვის შესანიშნავი უნარი აქვთ და მისი გამოყენების არ ეშინიათ.
მათ შორის ბევრი მოაზროვნე და ფილოსოფოსია, საკმაოდ დამოუკიდებლები არიან და ხშირად რამდენიმე პროფესიას ერთდროულად ეუფლებიან. კომუნიკაციის იდეალური უნარი აქვთ. არიან ძალიან დამაჯერებლები, კარგი ორგანიზატორები და შემსრულებლები. გარშემომყოფ ადამინებში განსაკუთრებული უნარების აღმოჩენა შეუძლიათ და ეხმარებიან მათ რეალიზებაში.
საკუთარ საიდუმლოებს ხშირად არ ამხელენ. გარდა ამისა შეიმჩნევა მანიპულაციისკენ სწრაფვა. ყველგან და ყველაფერში პრობლემის მოგვარების მარტივ გზას ეძებენ.
ამ სტიქიის ფერი - შავია.
აქვთ ძვლებისა და ექსკრეტორული სისტემის პრობლემები.

5. მეტალი ( დაბადების წლის ბოლო ციფრი - 0-1 )
w5
"მეტალის" ადამიანები სიცოცხლით სავსე, დამოუკიდებელი და თვითნებურები არიან. უყვართ საკუთარი თავი, თუმცა სხვებზე ზრუნვა და მატი დაფასებაც შეუძლიათ. საკმაოდ თავშეკავებულებიც არიან, მაგრამ საკუთარ აზრს ყოველთვის ტოვებენ.

ისწრაფვიან წესრიგისა და დაბალანსებისკენ, გათანაბრება და სისუფთავე მათი ყველა სიტყვის მთავარი აზრია. ახასიათებთ სიმტკიცე და საიმედოობა, არ ხდებიან ბრბოს ნაწილი. როცა იციან რა სურთ ან რას ეძებენ, მათი სიმტკიცის შეგშურდებათ, რადგან მოვლენები და წარუმატებლობა ვერ აჩერებთ და პრობლემებს მარტივად აგვარებენ. მარტოობა არ აშინებთ.
მათი ნაკლი პერიოდული იმპულსურობაა. ასევე ფულის, დიდებისა და თანამდებობისკენ მიისწრაფვიან. ხანდახან ძალიან ჯიუტები არიან და დაუფიქრებლადაც იქცევიან.
მეტალის ფერი - თეთრია.
აქვთ სასუნთქი გზებისა და ფილტვების პრობლემა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS