13 თებერვალი, 2016
10 რამ, რაც არ უნდა დაგავიწყდეთ, როცა არ გიმართლებთ
ყველას აქვს ცხოვრებაში ძნელი პერიოდი. ზოგი ადვილად უმკლავდება მას, ზოგი - ვერა. როგორც ამტკიცებენ, ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს კონკრეტული ადამიანი მომხდარ მოვლენებს.

ფსიქოლოგების რჩევით, რთულ პერიოდში უდა გავახსოვდეს, რომ:

რაც არის, ეს არის

ბუდას სწავლებით, ადამიანის მწუხარება გამოწვეულია იმით, რომ ის ეწინააღმდეგება არსებულ მოცემულობას. ერთი წუთით მაინც დაფიქრდით ამაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიტანჯებით მაშინ, როცა უარს ვამბობთ მივიღოთ ის, რაც ჩვენს თავს ხდება.

თუ თქვენ რამის შეცვლა შეგიძლიათ, რა თქმა უნდა,
ამისთვის ყველა ზომა უნდა მიიღოთ.
თუ ვერაფერს შეცვლით, მაშინ ორი ვარიანტი გაქვთ: მორჩილად მიიღოთ სიტუაცია და მოერიოთ თავს ან დიდხანს და მწარედ იდარდოთ.

პრობლემა მაშინ იქცევა პრობლემად, როცა მას ასე უწოდებთ

ხშირად საკუთარ თავს თვითონვე ვვნებთ. ბენიერება სინამდვილეში ჩვენს თავალსაზრისზეა დამოკიდებული. თუ თქვენ რამეს პრობლემად მიიჩნევთ, ნეგატიური აზრებით აივსებით.
დაფიქრდით, რა გაკვეთილის მიღება შეგიძლიათ შექმნილი სიტუაციიდან და ნახავთ, რომ ის პრობლემად აღარ მოგეჩვენებათ.

თუ რაიმეს შეცვლა გინდათ, საკუთარი თავიდან დაიწყეთ

თქვენი გარე სამყარო თქვენივე შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ალაბათ, იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება მუდმივად ქაოსითა და სტრესითაა სავსე. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ თავადაც შინაგანად ასე არიან მოწყობილნი.
ადამიანებს აწყობთ იფიქრონ, რომ ვითარება აძილუბთ შეიცვალნონ, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ შევცვალოთ ვითარება.

არ არსებობს ცნება "წარუმატებლობა" - ეს მხოლოდ მეტის სწავლის შესაძლებლობაა

საკუთარი ლექსიკონიდან, უბრალოდ, უნდა ამოშალოთ სიტყვა "ჩავარდნა". ყველა დიდ ადამიანს, წარმატების მიღწევამდე, არაერთხელ განუცდია წარუმატებლობა. თომას ედისონმა თქვა: "მე არ განმიცდია წარუმატებლობა ნათურის გამოგონებისას, უბრალოდ, ვიპოვე 99 საშუალება, როგორ არ მუშაობს ის". შეეცადეთ ყველა ჩავარდნიდან რაიმე ახალი ისწავლოთ და მომავალში უკეთესად გააკეთოთ.

თუ სასურველს ვერ იღებთ, ესე იგი წინ უკეთესი გელოდებათ

ამის დაჯერება, ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეა. თუ საკუთარ ცხოვრებას თვალს გადაავლეთ, დაინახავთ, რომ კარგი რამეები, ყოველთვის სირთულეებს მოსდევდა. შესაძლოა, სამსახურს, რომელიც ძალიან გინდოდათ და ვერ მიიღეთ, თქვენი ახლანდელი სამსახურისგან განსხვავებით, ოჯახში პრობლემები შეექმნა.
უბრალოდ, გჯეროდეთ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს.

დააფასეთ ის, რაც გაქვთ

დროს უკან ვერ დააბრუნებთ. მოცემული მომენტი არასოდეს განმეორდება. ცხოვრების ყოველ გაელვებაში არის რაღაც ძვირფასი და შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ ის. მალე ყველაფერი მოგონებად იქცევა და შესაძლოა, ერთ დღეს მოგენატროთ კიდეც ის, რაც ახლა სულაც არ გეჩვენებათ ბედნიერებად.

გათავისუფლდით სურვილებისგან

უმეტსობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ სურვილებს და თუ ჩანაფიქრს ვერ ისრულებს, ნეგატიური ემოციები ეუფლება. შეეცადეთ საკითხს ასე მიუდგეთ: მიუხედავად იმისა, აისრულებთ თუ არა სურვილს, თავს მაინც კარგად იგრძნობთ. თუ ამას მოახერხებთ, თქვენი ემოციური მდგომარეობა დადებითი და გაწონასწორებული იქნება და შესაძლოა უფრო მეტის მიღწევაც შეძლოთ.

მადლობა უთხარით საკუთარ შიშს

შიში საუკეთესო მასწავლებელია.შიშის დაძლევისას ძალაუნებურად უახლოვდებით წარმატებას. მაგალითად, თუ საჯარო გამოსვლების შიში გაქვთ და ცდილობათ მის დაძლევას, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენგან საუკეთესო ორატორი ან მასწავლებელი დადგეს. შიშის დაძლევა პრაქტიკით შეიძლება. შიში მხოლოდ ილუზიაა.

მიეცით თავს ბედნიერების უფლება

არიან ადამიანები, რომლებიც თავს მხიარულებისა და ბედნიერების განცდის უფლებას არ აძლევენ. ზოგი იმდენად დამოკიდებულია საკუთარ პრობლემებსა და შინაგან ქაოსურ მდგომარეობაზე, არც კი იცის, ამის გარეშე როგორ იცხოვროს.
მიეცით თავს ბედნიერების, თუნდაც მცირე მხიარულების უფლება. ნახავთ, თავს უკეთ იგრძნობთ და პრობლემებსაც მეტი ენერგიით შეეჭიდებით.

არასოდეს შეადაროთ თავი სხვებს

თუ მაინც შეადარებთ, მხოლოდ იმათ, ვინც თქვენზე უარესადაა. სამსახური არ გაქვთ? სამაგიეროდ, ჯანმრთელი ხართ და ამ პრობლემას, ადრე თუ გვიან, მოაგვარებთ. ანჯელინა ჯოლის არ ჰგავხართ? მას ძალიან ბევრი არ ჰგავს, თქვენ კი შეიძლება იმ ძალიან ბევრზე მიმზიდველიც იყოთ. აი, ამ პრინციპით მიუდექით საკუთარ პრობლემებს.

დაბოლოს, სასწაულები ყოველდღე ხდება, ეს სიმართლეა. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ, უნდა დაიჯეროთ, რომ ასეა. უკეთესი მომავლის რწმენით, თქვენ აუცილებლად მოერევით ყველა პრობლემას. და რაც მთავარია, არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ "ესეც გაივლის!"

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS