1. "არ მინდა გული გატკინო"
არადა, როგორც კი ეს ფრაზა წარმოთქვით, სწორედ რომ გული ატკინეთ.
2. "არ მინდა ურთიერთობები"
როცა ამ ნაბიჯს დგამდი, რაზე ფიქრობდით?
3. "მე ახლა ბევრი პრობლემა მაქვს"
ეს ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერს: ახლა სიცხე მაქვს და მოდი, დავშორდეთ.
4. "მე შენი ღირსი არ ვარ"
თავი შეაბრალო, რომ მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღოთ?
5. "მოდი, რამდენიმე წლის შემდეგ ვცადოთ, ახლა სხვა საქმეები უნდა ვაკეთო"
არაფრის ცდა აღარ არის საჭირო.
6. "მოდი, უბრალოდ, ჩვეულებრივი ურთიერთობა შევინარჩუნოთ"
არასოდეს დაუჯეროთ მას, ვინც ასე ლაპარაკობს. მაშინაც კი, თუ უბრალო ურთიერთობებს შეინარჩუნებთ, ერთ-ერთ თქვენგანს აუცილებლად
დარჩება გრძნობები და არაფერი არ არის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ყოფილ საყვარელ ადამიანთან მეგობრობა.
7. "ახლა ამის დრო არ მაქვს"
შეგიძლიათ ნახოთ ერთი ადამიანი მაინც, ვინც მცირედ დროს მაინც არ გამონახავს იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც ნამდვილად აინტერესებს?
და საერთოდ, თუ უმიზეზოდ გთავაზობენ დაშორებას, იცოდეთ, რომ ის თქვენი მამაკაცი (ქალი) არ არის, მან, უბრალოდ, შემთხვევით შემოიარა თქვენს სამყაროში. შეეცადეთ, უმტკივნეულოდ გაუშვათ და გააგრძელეთ ცხოვრება!
სოფიო ბულაური