სპეციალისტები ასახელებენ ექვს მიზეზს, რატომ უნდა დაიძინოთ შიშველმა:
გაგიუმჯობესდებათ ძილი
ამერიკელი მეცნიერების აზრით, ღრმა ძილის დროს სხეულის ბუნებრივი ტემპერატურა იკლებს, როგორც თქვენი ცირკადული რიტმის ნაწილი.
პიჟამის ჩაცმისას შეიძლება დაირღვეს თქვენი სხეულის ტემპერატურის ბუნებრივი ცვალებადობა და როგორც შედეგი, ასევე დაირღვეს თქვენი ორგანიზმის ძილის ციკლი.
სხეულის ტემპერატურის ბუნებრივი
გაამზეურებთ ქალურ ღირსებებს
ჯენიფერ ლანდა, ავტორი წიგნისა "სექსდრაივი ქალებისთვის", ამტკიცებს, რომ შიშვლად ძილი სასარგებლოა ქალის სხეულის ინტიმური ნაწილებისთვის. უარი თქვით საცვლებსა და პიჟამაზე, ამით ხელს შეუწყობთ ინტიმური ზონის "გამზეურებას", რაც მისთვის პერიოდულად აუცილებელია და შესაბამისად, ჯანმრთელობას შეუწყობთ ხელს.
თავს უფრო სექსუალურად იგრძნობთ
დედიშობილა ძილი ყოველთვის იყო და იქნება სექსუალური. გაღვიძებისას თქვენი სხეული ავტომატურად ირთვება სექსუალურ განწყობაზე, მით უმეტეს, თუ მარტო არ გძინავთ.
შიშვლად ძილი ზრდის სექსუალურ მოთხოვნილებებს, შესაბამისად, უფრო ხშირად გაგიჩნდებათ ინტიმური კავშირის სურვილი. სექსუალური ლტოლვა კი მოგეხსენებათ, უფრო აძლიერებს წყვილს შორის ურთიერთობებს.
მოიშორებთ ზედმეტ ცხიმს
აღმოჩნდა, რომ შიშვლად ძილი ხელს უწყობს წელის არეში დაგროვილი ცხიმის მოშორებას და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ძილის დროს სხეულის ტემპერატურა იკლებს, ამ დროს ძლიერდება ზრდის ჰორმონი და იმავდროულად , იზრდება კორტიზოლის დონე, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს.
თუ თქვენი ძილი ირღვევა, ორგანიზმი იწყებს ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფას, ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი კი აძლიერებს მადას.
ასე რომ, რაც უფრო ჯანმრთელია ძილი, მით უფრო მოწესრიგებულია საკვების მოთხოვნილება.
აუცილებელი არ იქნება დილის შხაპი
უმეტესობას ეზარება დილით შხაპის მიღება იმიტომ, რომ იძულებულია 20-30 წუთით ადრე ადგეს. მაგრამ თუ პიჟამას არ ჩაიცვამთ, მთელი ღამის განმავლობაში გრილად იქნებით. შესაბამისად, არც ტანი და არც თმა არ გაგიოფლიანდებათ. ასე რომ, შხაპის აუცილებლობაც ნაკლებად გექნებათ.
ეს, უბრალოდ, მარტივია
დიახ, არ გჭირდება გაიხადო, მერე პიჟამა გამოიღო, ჩაიცვა... არა, ამას სიზარმაცესთან კავშირი არა აქვს, მაგრამ მაინც, ეს, უბრალოდ, მარტივია.
სოფიო ბულაური