როგორ დავიცვათ ზომიერება და როგორ შევიკავოთ თავი ზედმეტი ჭამისგან?
კერძი პატარა თეფშზე გადმოიღეთ
'

პატარა თეფშზე ერთი ულუფა ბევრად მოგეჩვენებათ, შიმშილს კი ადვილად დაიკმაყოფილებთ.
შეიცვალეთ ხელი

თუ მარჯვენა ხელით ჭამთ, შეეცადეთ მარცხენით ჭამოთ და პირიქით. ამ მეთოდით ცოტაც რომ ჭამოთ მალე დანაყრდებით - დამტკიცებულია,
რომ საჭმლის მიღების რაოდენობა 20%-ით მცირდება.
ჭიქის მოცულობა

ვიზუალურად ისე ჩანს, თითქოს დაბალ
სარკე სამზარეულოში

სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკვლევა: სამზარეულოში დაკიდეს სარკე, სარკის წინ დააწყვეს სასარგებლო და მავნე პროდუქტები და მოხალიისეები მიიწვიეს. სარკის წინ აღმოჩენილმა "სტუმრებმა" გაუცნობიერებლად სასარგებლო პროდუქტს მიანიჭეს უპირატესობა.
ნელა ჭამეთ

ის, ვინც სწრაფად ჭამს მეტს მიირთმევს. ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ, ნელა ჭამეთ, დიდხანს ღეჭეთ და ყოველი ლუკმის შემდეგ დანა-ჩანგალი თეფშზე დააწყვეთ.
წითელი ფერი

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ვინც წითელი თეფშიდან მიირთმევს ნაკლებს ჭამს. საქმე ის არის, რომ წითელი ასოცირდება ნიშანთან "სდექ".
ტელევიზორის წინ არ ჭამოთ

ჭამის დროს მხოლოდ საჭმელზე უნდა ფიქრობდეთ. ტელევიზორის ყურებისას ან კითხვის დროს გაუაზრებლად უფრო მეტს შეჭამთ, ამიტომ ამ ჩვევაზე უარი თქვით.
ერიდეთ მრავალფეროვან სუფრას

ძალიან ძნელია თავის გაკონტროლება მრავალფეროვან სუფრასთან ან როცა სტუმრების მოლოდინში თავად ამზადებთ სხვადასხვა კერძს -
ძალაუნებურად ყველაფრის დაგემოვნება გინდებათ. მართალია,
თავის გაკონტროლება ძნელია, მაგრამ ვიდრე მორიგ ლუკმას აიღებთ, დაფიქრდით, მართლა გშიათ?
სოფიო ბულაური