11 თებერვალი, 2016
როგორ უნდა ასიამოვნოთ თქვენს პარტნიორს 14 თებერვალს
ყველა შეყვარებული წყვილის დღე ახლოვდება. დროა მოემზადოთ და სათანადოდ გაახაროთ თქვენი პარტნიორის გული.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. მე შენ მიყვარხარ

რომანტიკულ შეხვედრამდე, შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში პარტნიორი სასიყვარული შეტყობინებებით გაანებივროთ. ეს შესანიშნავი სიურპრიზია, განსაკუთრებით იმ წყვილისთვის, ვინც დროის უმეტეს ნაწილს ერთმანეთისგან მოშორებით ატარებენ.

2. ცხელი აბაზანა

კლასიკური ჟანრი - ცხელი, ქაფიანი აბაზანა, სასიამოვნო მუსიკა, სანთლები და ნაზი კოცნა, ცხოვრებაში ერთხელ ყველა წყვილმა უნდა გამოსცადოს. კიდევ უფრო თამამი გადაწყვეტილებაა - ცხოვრება კინოდ აქციოთ და აბაზანა შამპანიურით შეავსოთ. "ზღაპრული
ბუშტების" შემდეგ ერთად მიღებულ შხაპს სასიამოვნო გაგრძელება ექნება.

3. მხიარული დილა

მოუმზადეთ მამაკაცს გემრიელი საუზმე და ლოგინში მიართვით ან ბალიშთან დაუტოვეთ მცირე გზავნილი - დაე დილიდან იგრძნოს თქვენი რომანტიკული განწყობა.

4. იდუმალი რუკა

ყველა ბიჭს, ბავშვობაში ერთხელ მაინც წარმოუდგენია - თითქოს იდუმალი განძის მაძიებელი მეკობრეა. მაშინაც კი, თუ მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, გახსოვდეთ, რომ შინაგანად ის, ისევ "მეკობრეა".

14 თებერვალს მისთვის ორიგინალური და საინტერესო სიურპრიზი იქნება - საძიებო ისარი, რომელიც თქვენს "ვალენტინს" მიზნამდე ანუ საჩუქრამდე მიიყვანს. შეუკვეთეთ სპა-პროცედურა ორისთვის ან გაიხსენეთ რომში გატარებული თაფლობისთვე და სთხოვეთ მას ქალაქში "ყველაზე იტალიური ადგილი" იპოვოს. დაე, ამ მარშრუტმა გაგახსენოთ ერთობლივ ცხოვრებაში განცდილი ბედნიერი წუთები.

5. სიამოვნება დეტალებშია

ადამიანებს ხშირად სურთ, რაიმე გასაოცარი გააკეთონ და ორიგინალური სიურპრიზის მოფიქრებით თავს იმტვრევენ. 14 თებერვალს კი საკმარისია პარტნიორს აგრძნობინოთ თუ რამდენად განსაკუთრებულია. იყავით მოსიყვარულეები, მეგობრულები, უფრო ვნებიანები..
გამოიჩინეთ მაქსიმალური მზრუნველობა და ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ წვრილმანს. დილა კოცნით დაიწყეთ. დაურეკეთ სამსახურში და უბრალოდ უთხარით რამდენს ნიშნავს ის თქვენთვის.

სახლში ადრე დაბრუნდით და მოამზადეთ მისი საყვარელი კერძი.
ეს ის წესებია, რომლებიც არა მარტო ვალენტინობის დღეს უნდა გაითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია ყოვედღიურ ცხოვრებაშიც.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS